YouVersion Logo
Search Icon

Matthew 5

5
1და როდესაც დაინახა ხალხი, ავიდა მთაზე და დაჯდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. 2და გახსნა ბაგეები, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3„ნეტარ არიან ღატაკნი სულით, რადგან მათია ცათა სასუფეველი.
4ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.#ესა 61:2.
5ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.#ფს 36:11.
6ნეტარ არიან სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, რადგან ისინი დაპურდებიან.#ესა 55:1,2.
7ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულ იქნებიან.
8ნეტარ არიან გულით წმიდანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.#ფს 23:3,4.
9ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის შვილებად იწოდებიან.
10ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სასუფეველი.#1პტ 3:14.
11ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო.#1პტ 4:14. 12იხარეთ და ილხინეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე დევნიდნენ წინასწარმეტყველთ, რომლებიც თქვენზე ადრე იყვნენ.#2ნშ 36:16; საქ 7:52.
13თქვენ ხართ მარილი მიწისა. ხოლო თუ მარილი გამოიფიტა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაიყაროს კაცთაგან გასათელად.#მრკ 9:50; ლკ 14:34,35. 14თქვენ ხართ ქვეყნიერების ნათელი. ვერ დაიმალება მთაზე გაშენებული ქალაქი.#იო 8:12; 9:5. 15არავინ ანთებს სანთელს, რათა ჭურჭლის ქვეშ შედგას, არამედ დგამს სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.#მრკ 4:21; ლკ 8:16; 11:33. 16ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.#1პტ 2:12.
17არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ – აღსასრულებლად. 18ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გარდავლენ, რჯულის არც ერთი იოტა ან არც ერთი წერტილი არ გარდავა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.#ლკ 16:17. 19ამრიგად, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში, ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, დიდი დაერქმევა ცათა სასუფეველში. 20რადგან, გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე მეტი არ იქნება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეზე, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
21თქვენ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: ‘არ მოკლა!’ ვინც მოკლავს, სასჯელის თანამდები იქნება.#გამ 20:13; რჯ 5:17. 22მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება #5:22 განურისხდება ზოგიერთ ძველ ხალნაწერში არის: უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება. 23ამიტომ, თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, 24დატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, და მერე მოდი და შესწირე შენი ძღვენი. 25შეურიგდი შენს მოდავეს სასწრაფოდ, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მეტოქემ არ გადაგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა არ გადაგცეს მსახურს და არ ჩაგაგდონ საპყრობილეში. 26ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გადაიხდი უკანასკნელ კოდრანტს.
27გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’#გამ 20:14; რჯ 5:18. 28მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.#მთ 18:9; მრკ 9:47. 30თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.#მთ 18:8; მრკ 9:43.
31ნათქვამი იყო: ‘ვინც ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.’#რჯ 24:1-4; მთ 19:7; მრკ 10:4.
32მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე, მრუშად აქცევს მას. და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.#მთ 19:9; მრკ 10:11,12; ლკ 16:18; 1კო 7:10,11.
33კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისათვის: ‘არ დაიფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.’#ლევ 19:12; რცხ 30:1; რჯ 23:21.
34მე კი გეუბნებით თქვენ: სრულებით არ დაიფიცოთ! არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი.#იაკ 5:12; ესა 66:1; მთ 23:22. 35არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა კვარცხლბეკია. არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია.#ესა 66:1; ფს 48:2. 36არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. 37არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო, არა, არა, ხოლო რაც ამაზე მეტია, ბოროტისგანაა.
38გსმენიათ, რომ თქმულა: ‘თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.’#გამ 21:24; ლევ 24:20; რჯ 19:21. 39მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40ვინც მოისურვებს შენთან დავას და შენი პერანგის წაღებას, მოსასხამიც გაატანე. 41ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42ვინც გთხოვს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’ 44მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან? 47და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.#ლევ 19:2; რჯ 18:13.

Currently Selected:

Matthew 5: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in