Matthew 16
16
1და მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვდნენ მას, ეჩვენებინა ნიშანი ციდან.#მთ 12:38; ლკ 11:16. 2ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „საღამოს თქვენ ამბობთ: ‘ხვალ მოწმენდილი იქნება, რადგან ცა წითელია;’ 3დილით კი – ‘დღეს გაავდრდება, რადგან ცა წითელი და მოღუშულია.’ ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი – არა. 4ბოროტი და ორგული თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა.“ და დატოვა ისინი და წავიდა.#მთ 12:39; ლკ 11:29.
5გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. 6იესომ უთხრა მათ: „ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.“#ლკ 12:1. 7ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: „პური არ წამოგვიღია.“ 8მიხვდა იესო და უთხრა მათ: „რას ფიქრობთ გულში, მცირედმორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? 9ნუთუ კიდევ ვერ გაგიათ? აღარ გახსოვთ ის 5 ათასი კაცი და ხუთი პურიდან რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?#მთ 14:17-21. 10აღარც 4 ათასი და შვიდი პურიდან და რამდენი კალათი ნარჩენები აიღეთ?#მთ 15:34-38. 11როგორ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?“ 12მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
13ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის საზღვრებში მივიდა, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ არის კაცის ძე?“ 14მათ თქვეს: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი – ელიაო და ზოგი – იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო.“#მთ 14:1,2; მრკ 6:14,15; ლკ 9:7,8. 15უთხრა მათ: „თქვენ კი რას იტყვით: ვინა ვარ მე?“ 16მიუგო სიმონ-პეტრემ და თქვა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა.“#იო 6:68,69. 17მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას#16:17 იო. 1:42 მიხედვით სიმონის მამის სახელი არის იოანე. მკვლევართა ვარაუდით ‘იონა’ აქ უნდა იყოს ‘იოჰანანის’ (იგივე ‘იოანე’) შემოკლება. ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა შენ ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ცაშია. 18და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი. 19მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებებს და, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ცაშიც.“#მთ 18:18; იო 20:23. 20მაშინ უბრძანა მოწაფეებს, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
21მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმში და ვნებულიყო უხუცესებისა, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრებისაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. 22ხოლო პეტრემ გაიხმო იგი და შეეპასუხა: „შეიწყალე თავი, უფალო, ნუმც ყოფილა ეგრე!“ 23ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“ 24მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.#მთ 10:38; ლკ 14:27. 25რადგან ვისაც სურს თავისი სიცოცხლის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სიცოცხლეს, ის მოიპოვებს მას.#მთ 10:39; ლკ 17:33; იო 12:25. 26რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სიცოცხლეს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ? 27რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.#მთ 25:31; ფს 62:12; რომ 2:6. 28ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს მომავალს თავისი სუფევით.“
Currently Selected:
Matthew 16: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: