Matthew 14
14
1იმ დროს ესმა ჰეროდე ტეტრარქს იესოს ამბავი. 2და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ მოქმედებენ მასში ძალნი.“ 3რადგან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, გამო.#ლკ 3:19,20. 4რადგან იოანე ეუბნებოდა მას: „არა გაქვს უფლება, რომ შენ გყავდეს ის.“#ლევ 18:16; 20:21. 5და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და ისე მოეწონა ჰეროდეს, 7რომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რასაც მოითხოვდა. 8ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“ 9და შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა. 10და გაგზავნა და მოაკვეთინა თავი იოანესთვის საპყრობილეში. 11და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა. 12და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. და მივიდნენ და აუწყეს იესოს.
13ხოლო როდესაც გაიგო იესომ, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და როდესაც ეს ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან. 14და როდესაც გადმოვიდა, უამრავი ხალხი დაინახა და შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები. 15როდესაც მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბური ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“ 16იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით მათ საკვები.“ 17მათ უთხრეს: „აქ არაფერი გვაქვს, გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა.“ 18მან თქვა: „მომიტანეთ აქ.“ 19და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს. 20და ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან 12 სავსე გოდორი აკრიფეს. 21მჭამელი კი 5 ათასამდე კაცი იქნებოდა, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.
22და მაშინვე უბრძანა იესომ თავის მოწაფეებს, ჩამსხდარიყვნენ ნავში და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23და როდესაც გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე #14:24 მანძილის საზომი ერთეული. დაშორებოდა ხმელეთს და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით. 26ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: „მოჩვენებაა!“ და შიშისაგან შეჰყვირეს. 27მაგრამ იესო მყისვე დაელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“ 29მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი ძლიერი ქარი იყო, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ 31იესომ მყისვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ 32როდესაც ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33ნავში მყოფები დაემხნენ მის წინ და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ.“
34და გავიდნენ გაღმა და მივიდნენ გენესარეთის მიწაზე. 35და იცნო იმ ადგილის ხალხმა იგი, შეატყობინეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი 36და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.
Currently Selected:
Matthew 14: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: