Leviticus 17
17
1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2„ელაპარაკე აარონს და მის ძეთ, და ყველა ისრაელიანს და უთხარი მათ, რომ ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: 3ისრაელიანთა სახლიდან თუ ვინმე დაკლავს ხარს, ან კრავს, ან თხას#17:3 იგულისხმება მხოლოდ სამსხვერპლო პირუტყვი და არა სანადიმოდ დაკლული საკლავი. ბანაკში, ან თუ ვინმე დაკლავს ბანაკს გარეთ, 4და არ მიიყვანს მას საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლისთვის წარსადგენად უფლის სავანის წინ, სისხლის დაღვრად შეერაცხოს ეს იმ კაცს: სისხლი დაღვარა მან. და მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხის წიაღიდან, 5რათა მიიყვანონ ისრაელიანთ თავიანთი შესაწირავები, რომელთაც ისინი კლავენ ველად, რათა მიართვან ისინი საკრებულო კარვის შესასვლელთან მღვდელს უფლისათვის, და დაუკლან სამშვიდობო მსხვერპლად უფალს. 6და მოაპკურებს მღვდელი სამსხვერპლოს სისხლს უფლის საკურთხეველზე საკრებულო კარვის შესასვლელთან, და დააკმევს ქონს კეთილსურნელებად უფლისათვის, 7რათა არ შესწირონ კვლავ თავიანთ შესაწირავთაგან კერპებს, რომელთა კვალზეც ისინი მრუშობენ. საუკუნო წესად იყოს ეს მათთვის თაობიდან თაობამდე.
8და უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც მათთან ხიზნობენ, აღავლენს სრულადდასაწველს ან საკლავს, 9და საკრებულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს მას, რათა შესწიროს იგი უფალს, მოიკვეთება ის კაცი თავისი ხალხიდან.
10თუ ვინმე ისრაელიანთა სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც ხიზნობენ მათ შორის, შეჭამს რაიმე სისხლს, მივაქცევ ჩემს სახეს სისხლის მჭამლისკენ, და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან,#დაბ 9:4; ლევ 7:26,27; 19:26; რჯ 12:16,23; 15:23. 11რადგან სიცოცხლე ყოველი ხორციელისა მის სისხლშია. მე თქვენ დაგიწესეთ სისხლის მიტანა საკურთხეველზე თქვენი სიცოცხლის შენდობისათვის; ეს სისხლი არის სიცოცხლე, სისხლი განწმედს სიცოცხლეს.#ებრ 9:22. 12ამიტომ ვუთხარი მე ისრაელის ძეთ: არც ერთმა თქვენთაგანმა არ უნდა ჭამოს სისხლი. და ასევე ხიზანმაც, რომელიც ხიზნობს თქვენთან, არ უნდა ჭამოს სისხლი. 13და თუ ვინმე ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენთან, მოინადირებს ცხოველს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოადინოს და დაფაროს იგი მიწით.
14რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია, ამიტომ ვუთხარი ისრაელიანთ: არც ერთი ხორციელის სისხლი არ ჭამოთ-მეთქი, რადგან ყოველი ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია; ყოველი მისი მჭამელი მოისპობა. 15ყოველმა, რომელიც შეჭამს მძორის და ნამხეცავის ხორცს, მკვიდრმა ან ხიზანმა, უნდა გაირეცხოს სამოსი და განიბანოს წყლით. და საღამომდე უწმიდური იქნება და მერე განიწმიდება. 16და თუ არ გაირეცხავს სამოსს და არ დაიბანს სხეულს, მაშინ თავად იტვირთავს თავის ცოდვას.“
Currently Selected:
Leviticus 17: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: