Leviticus 16
16
1ელაპარაკა უფალი მოსეს აარონის ორი ძის სიკვდილის შემდეგ, როცა ისინი უცხო ცეცხლით მიუახლოვდნენ უფალს და დაიხოცნენ. 2და უთხრა უფალმა მოსეს:
„უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე.#ებრ 6:19. 3ასე უნდა შევიდეს აარონი წმიდაში: მოზვერით ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და სრულადდასაწველი ვერძით.#ებრ 9:7. 4სელის განწმედილი კვართი ეცვას და სელისავე ნიფხავი, და სარტყელი სელისა შემოირტყას და კიდარი სელისა შემოიხვიოს, რადგან ეს წმიდა სამოსელია; და დაიბანოს მთელი ტანი წყლით და შეიმოსოს ისინი. 5ისრაელიანთა თემისგან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და ერთი ვერძი სრულადდასაწველად.
6და შესწიროს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და მიტევება ითხოვოს თავის თავისთვის და თავისი სახლისთვის. 7აიყვანოს ორი ვაცი და დააყენოს ისინი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 8და ყაროს აარონმა წილი ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი აზაზელისთვის.#16:8 უდაბნოს დემონი. 9მიუყვანოს აარონმა უფლის წილხვდომილი ვაცი უფალს და შესწიროს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად. 10და ვაცი, რომელიც გახდა აზაზელის წილი, დააყენოს ცოცხლად უფლის წინაშე, რომ შეუნდოს და გაუშვას აზაზელისთვის უდაბნოში.
11და მიიყვანოს აარონმა მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, და ითხოვოს შენდობა თავისთვის და თავისი სახლისთვის, და დაკლას მოზვერი თავისი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად 12და აიღოს სავსე საცეცხლური, ცეცხლისაგან საკურთხევლისა, რომელიც უფლის წინაშეა, და ორივე მუჭა აივსოს წმიდა კეთილსურნელოვანი საკმევლით და შეიტანოს ფარდის უკან; 13და დააყაროს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფაროს საკმევლის ღრუბელმა კიდობნის თავსარქველი, რათა არ მოკვდეს აარონი. 14და აიღოს მოზვრის სისხლი და თითით მიაპკუროს თავსარქვლის წინა ზედაპირს და თავსარქველის წინ, შვიდგზის მიაპკუროს სისხლი თითით.
15და დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, და შეიტანოს მისი სისხლი ფარდის უკან, და გააკეთოს მისი სისხლით იგივე, რაც გააკეთა მოზვერის სისხლით, და მოაპკუროს თავსარქველზე და თავსარქვლის წინ.#ებრ 9:13. 16ასე განწმიდოს საწმიდარი ისრაელიანთა უწმიდურებათა და მათ უსამართლოებათაგან, ყველა მათი ცოდვებისთვის. ასევე გააკეთოს საკრებულო კარვისთვის, რომელიც მათთან არის, მათ უწმიდურებათა შუა. 17არავინ იყოს საკრებულო კარავში, როცა ის შედის შენდობისათვის საწმიდარში, მის გამოსვლამდე. და ასე განწმედს ის თავის თავსა და თავის სახლს, და ისრაელიანთა მთელ კრებულს. 18და გავა ის საკურთხეველთან, რომელიც უფლის წინაშეა, და განწმედს მას. და აიღებს მოზვრისა და ვაცის სისხლს და სცხებს საკურთხევლის რქებს ირგვლივ. 19მიაპკურებს მას სისხლს თითით შვიდგზის და გაასუფთავებს და განწმედს მას ისრაელიანთა უწმიდურებისგან.
20როცა დაასრულებს წმიდის, საკრებულო კარვისა და საკურთხევლის განწმედას, უნდა მიიყვანოს მან ვაცი. 21და დაადოს აარონმა ორივე ხელი ვაცს თავზე, და აღიაროს მასზე ისრაელიანთა ყოველი უკანონობა, ყოველი დანაშაული და ყოველი ცოდვა, და ყოველივე ამ ცოდვებს დაჰკრებს ვაცის თავზე, და გაუშვებს საგანგებო კაცის ხელით უდაბნოში. 22და გაიყოლებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვებს; და გაუშვებენ ვაცს უდაბნოში.
23და შევა აარონი საკრებულო კარავში, და გაიხდის სელის სამოსელს, რომელიც წმიდაში შესვლისას შეიმოსა, და იქ დატოვებს.#ეზკ 44:19. 24და წყლით განიბანს ტანს წმიდა ადგილზე, და შეიმოსავს თავის სამოსს, და გამოვა და შესწირავს სრულადდასაწველს თავისთვის და სრულადდასაწველს ხალხისთვის, და განწმედს თავის თავსა და ხალხს. 25ცოდვის მსხვერპლის ქონს იგი დააკმევს საკურთხეველზე. 26განტევების ვაცის წამყვანმა კაცმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და დაიბანოს ტანი წყლით, მას მხოლოდ ამის მერე შეუძლია ბანაკში შესვლა. 27მოზვერი და ვაცი ცოდვის მსხვერპლისა, რომელთა სისხლი შეტანილ იქნა წმიდაში მის განსაწმედად, გაიტანონ ბანაკს გარეთ, და ცეცხლით დაწვან მათი ტყავები, მათი ხორცი და მათი ნეხვი.#ებრ 13:11. 28მათმა დამწველმა კაცმა უნდა გაირეცხოს სამოსი და წყლით განიბანოს ტანი და შემდეგ შევიდეს ბანაკში.
29იყოს ეს თქვენთვის საუკუნო წესად: მეშვიდე თვის მეათე დღეს, დაიმდაბლეთ მარხვით თქვენი სულები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ, არც მკვიდრმა და არც თქვენს შორის მცხოვრებმა ხიზანმა.#ლევ 23:26-32; რცხ 29:7-11. 30რადგან ამ დღეს მოხდება თქვენი განწმედა, რათა განიწმიდნეთ ყოველი თქვენი ცოდვისაგან, რათა განწმედილები იყვნეთ უფლის წინაშე. 31ეს არის თქვენი სრული დასვენების შაბათი, დაიმდაბლეთ თავი; ეს არის საუკუნო წესი. 32განწმედა უნდა აღასრულოს ცხებულმა მღვდელმა, რომელსაც აღუვსეს ხელი სამღვდელოდ მამამისის ნაცვლად. და შეიმოსავს იგი სელის შესამოსლებს, წმიდა შესამოსლებს, 33და განწმედს საწმიდარს, სადღესასწაულო კარავს და საკურთხეველს. და შეუნდობს მღვდლებს და მთელ კრებულსაც შეუნდობს. 34ეს იყოს თქვენს საუკუნო წესად ისრაელიანთა ყველა ცოდვის შესანდობად წელიწადში ერთხელ.“ და აარონმა გააკეთა ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Currently Selected:
Leviticus 16: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013