Leviticus 15
15
1და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: 2„მიმართეთ ისრაელიანთ და უთხარით მათ:
თუ კაცს თესლი სდის ასოდან, იგი უწმიდურია. 3იგი უწმიდურია როდესაც თესლი გამუდმებით ან შეკავებებით ჟონავს მისი ასოდან. 4ყოველი საწოლი, რომელზეც იწვა თესლმდინარი, უწმიდურია, და რომელზეც იჯდა – უწმიდურია. 5ვინც შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 6და ვინც დაჯდება იმაზე, რაზეც იჯდა თესლმდინარი, მან უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 7და ვინც თესლმდინარის სხეულს შეეხება უნდა გაირეცხოს სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 8თუ მიაფურთხებს თესლმდინარი სუფთას, გაირეცხოს მან თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 9ყოველი უნაგირი, რომლითაც მგზავრობდა თესლმდინარი, უწმიდურია. 10ყველა, ვინც შეეხება იმას, რაც თესლმდინარს ეგო ქვეშ, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 11და ყველამ, ვისაც თესლმდინარი ხელდაუბანელად შეეხება, უნდა გაირეცხოს თავისი სამოსი და დაიბანოს წყლით, იგი გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 12თიხის ჭურჭელი, რომელსაც შეეხება თესლმდინარი, უნდა დაიმსხვრეს, ხოლო ხის ჭურჭელი წყლით უნდა გამოირეცხოს.
13და როდესაც თესლმდინარი გაიწმიდება დინებისაგან, აღირაცხოს შვიდი დღე თავისი განწმედიდან და გაირეცხოს სამოსელი, და დაიბანოს სხეული გამდინარე წყლით და წმიდა იქნება ის. 14მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი და მივიდეს უფლის წინაშე, საკრებულო კარვის შესასვლელთან, და მისცეს ისინი მღვდელს. 15მღვდელმა შესწიროს მათგან ერთი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, ხოლო მეორე სრულადდასაწველად, და გაწმენდს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი თესლდენის გამო.
16მამაკაცმა, რომელსაც ძილში შეემთხვევა თესლდენა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული, და უწმიდური იქნება საღამომდე. 17ყოველი სამოსელი და ყოველი ტყავი, რომელზეც შეეხება თესლდენა, გარეცხილ უნდა იქნას წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 18და როდესაც ქალთან დაწვება მამაკაცი და ხდება თესლდენა, ორივემ დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებულები იქნებიან საღამომდე.
19თუ ქალს სისხლდენა აქვს საშოდან, შვიდი დღე იქნება იგი ამ წიდოვანებაში, და ყოველი, ვინც შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 20ველაფერი, რაზეც ის დაწვება თავისი წიდოვანებისას, გაუწმიდურდება, და ველაფერი, რაზეც იგი დაჯდება, გაუწმიდურდება. 21ყველამ, ვინც კი შეეხება მის საწოლს, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 22და ყოველმა, ვინც შეეხება იმ საგნებს, რაზეც წიდოვანი იჯდა, უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება ის საღამომდე. 23თუ რამე იდება საწოლზე ან იმ საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 24თუ დაწვება მასთან კაცი და ქალის გამონადენი მოეცხება მას, ის კაცი გაუწმიდურებული იქნება შვიდი დღე. და ყოველი საწოლი, რომელზეც ის დაწვება, გაუწმიდურებული იქნება.
25თუ ქალს აქვს სისხლდენა მრავალი დღის განმავლობაში, არა მისი წიდოვანების დროს, ან თუ მას აქვს გამონადენი მის ჩვეულებრივ წიდოვანებაზე მეტ ხანს, მაშინ მისი უწმიდურების გამონადენის მთელი დროის განმავლობაში, ისევე, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, იგი გაუწმიდურებულია. 26ყოველი საწოლი, რომელზეც იგი დაწვება თავისი გამონადენის დროს, უწმიდურად ითვლება, როგორც მისი წიდოვანების დროს. 27ყველა, ვინც შეეხება მათ, გაუწმიდურებული იქნება; მან უნდა გაირეცხოს ტანსაცმელი და დაიბანოს წყლით, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 28და როცა ქალი გასუფთავდება გამონადენისგან, აღრიცხოს შვიდი დღე, და შემდეგღა იქნება სუფთა. 29მერვე დღეს უნდა აიყვანოს თავისთვის ორი გვრიტი, ან მტრედის ორი ხუნდი, და მიუყვანოს მღვდელს, საკრებულო კარვის შესასვლელთან; 30შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მეორეს სრულადდასაწველად; და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურების გამო.
31ასე განაშორეთ ისრაელიანები მათი უწმიდურებისგან, რათა არ დაიხოცონ თავიანთი უწმიდურებით, თუ გააუწმიდურებენ ჩემს მოწმობის კარავს, რომელიც მათ შორისაა.
32ესაა რჯული თესლმდინარისა და წიდოვანისა, რაც აუწმიდურებს მათ, 33და ქალისა და კაცისა, რომლებიც დაწვებიან გაუწმიდურებულთან.“
Currently Selected:
Leviticus 15: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013