James 4
4
1საიდან არის ბრძოლა და შუღლი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან? 2გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ იხელთებთ; მოშუღლეობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. 3ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმები დაიკმაყოფილოთ. 4მრუშებო, განა არ იცით, რომ ამა ქვეყნის მეგობრობა ღმერთის მტრობაა? ასეა, ვისაც ამა ქვეყნის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. 5ნუთუ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „შურით სწადია მას ჩვენში დავანებული სული?“ 6მაგრამ უფრო მეტ მადლსაც იძლევა. ამიტომ ამბობს: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.“ #იგვ 3:34. 7ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. 8მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო. 9შეწუხდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული – მწუხარებად. 10დამდაბლდით უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.
11ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ვინც ძმას ძრახავს და ასამართლებს, რჯულს ძრახავს და ასამართლებს. თუ რჯულს ასამართლებ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ მოსამართლე. 12ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
13ახლა კი მისმინეთ თქვენ, ვინც ამბობთ: „დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთ,“ – #იგვ 27:1. 14თქვენ, რომელთაც არ იცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი ხართ, რომელიც მცირე ხნით გამოჩნდება, მერე კი გაქრება. 15ნაცვლად იმისა, რომ თქვათ: „თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას გავაკეთებთ,“ 16იქადით ამაყად. ყოველი ამგვარი ქადილი ბოროტებაა. 17ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.
Currently Selected:
James 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013