Hebrews 9
9
1პირველ აღთქმასაც ჰქონდა მსახურების წესდებები და ამქვეყნიური ტაძარი, 2რადგან გამზადებული იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და პურების წინადაგება; რომელსაც წმიდა ეწოდებოდა; #გამ 25:23-40; 26:1-30. 3ხოლო მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა, #გამ 26:31-33. 4რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ქოთანი, აარონის გამწვანებული კვერთხი და აღთქმის დაფები. #გამ 16:33; 25:10-16; 30:1-6; რცხ 17:8-10; რჯ 10:3-5. 5ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ სალხინებელს. რაზეც ახლა დაწვრილებით ლაპარაკი საჭირო არ არის. #გამ 25:18-22.
6ასე გამზადებულ პირველ კარავში მუდამ შედიან მღვდლები მსახურებათა აღსასრულებლად. #რცხ 18:2-6. 7ხოლო მეორეში – მხოლოდ მღვდელმთავარი, წელიწადში ერთხელ, ოღონდ არა სისხლის გარეშე, რომელსაც სწირავს თავისი და ხალხის უნებური ცოდვისათვის. #ლევ 16:2-34. 8ამით წმიდა სული აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში, სანამ დგას პირველი კარავი, 9რომელიც აწმყო ჟამის იგავია, როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა, 10რადგან მას მხოლოდ საჭმელ-სასმელითა და სხვადასხვა განბანვით, – ხორციელი წესებით – აქვს გამოსწორების ძალა ჟამამდე.
11ქრისტე კი, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით – ხელთუქმნელით, ესე იგი, არა ამნაირად მოწყობილით, 12არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. 13რადგან თუ ვაცთა და კუროთა სისხლი და დეკეულის ფერფლის პკურება წმიდაჰყოფს შებილწულთ, რათა განიწმიდოს სხეული, #ლევ 16:15,16; რცხ 19:9,17-19. 14მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.
15ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, საუკუნო მემკვიდრეობისათვის მოწოდებულებმა მიიღონ აღთქმული. 16რადგან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილის დადგენა. 17ანდერძი ხომ სიკვდილისას არის ვარგისი, რადგან მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია. 18ამიტომ არც პირველი იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. 19რადგან მოსემ, როცა გამოუცხადა მთელ ხალხს ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა წიგნს და მთელ ხალხს. #გამ 24:6-8. 20და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც გამცნო თქვენ ღმერთმა.“ 21და კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. #ლევ 8:15. 22რჯულის თანახმად თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. #ლევ 17:11.
23ამგვარად, აუცილებელია, რომ ზეცაში მყოფთა მიწიერი სახეები ასე განიწმიდონ, თვით ზეციურნი კი ამაზე უმჯობესი მსხვერპლებით. 24რადგან ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმიდათა წმიდაში, ჭეშმარიტის წინარესახეში, არამედ თვით ზეცაში, რათა წარდგეს ახლა ღმერთის წინაშე ჩვენთვის. 25არა იმისათვის, რომ მრავალგზის შეეწიროს, როგორც შედის მღვდელმთავარი ყოველწლიურად წმიდათა წმიდაში სხვისი სისხლით, – 26მაშინ მას სამყაროს დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ახლა კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა თავისი თავის მსხვერპლად შეწირვით ცოდვათა წარსახოცად. 27და როგორც ადამიანებს დადგენილი აქვთ ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება, 28ასევე ქრისტეც, რომელიც ერთხელ შეიწირა, რომ მრავალთა ცოდვა ეტვირთა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვების გამო, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. #ესა 53:12.
Currently Selected:
Hebrews 9: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: