Hebrews 7
7
1რადგან ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა დამარცხების შემდეგ დაბრუნებულს, და აკურთხა იგი. #დაბ 14:17-20. 2მას უწილადა აბრაამმა ყველაფრის მეათედი. პირველ ყოვლისა, მისი სახელი ნიშნავს სამართლის მეფეს, მერე სალემის მეფეს, ანუ მშვიდობის მეფეს. 3უმამო, უდედო, უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს, არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად რჩება ის მღვდლად სამარადისოდ.
4შეხედეთ ახლა, რაოდენ დიდია იგი, რომელსაც მამამთავარმა აბრაამმაც კი უწილადა მეათედი ნადავლიდან. 5მათ, ვინც ლევიანთაგან იღებენ მღვდლობას, რჯულის თანახმად მცნებად აქვთ მეათედის აღება ხალხისაგან ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ. #რცხ 18:21. 6მან კი, ვინც მათი შთამომავლობიდან არ არის, მეათედი აბრაამისაგან მიიღო და აკურთხა აღთქმის მქონე. 7ყოველგვარი ცილობის გარეშე უმცირესი უპირატესის მიერ იკურთხება. 8აქ მეათედს ღებულობენ მოკვდავი ადამიანები, იქ კი – ვისზეც დამოწმებულია, რომ ის ცოცხალია. 9და ასე, შეიძლება ითქვას, რომ თვით ლევიმ, რომელიც მეათედს იღებს, აბრაამის მეშვეობით გაიღო მეათედი. 10რადგან ჯერ კიდევ მამის საზარდულში იყო, როცა მას მელქისედეკი შეეგება.
11ამგვარად, სრულყოფა რომ ლევიანური მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს – რადგან მისი მეშვეობით მიეცა ხალხს რჯული – რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით და მისი სახელდება არა აარონის წესით? 12რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. 13რადგან ის, ვისზედაც ნათქვამია ეს, ეკუთვნოდა სხვა ტომს, რომლისაგანიც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს. 14რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასაგან გამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს.
15და კიდევ უფრო ნათელია, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, 16რომელიც ხორციელი მცნების რჯულით კი არაა მღვდელი, არამედ შეუმუსვრელი სიცოცხლის ძალით. 17რადგან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“ #ფს 109:4. 18ადრინდელი მცნება კი გაუქმდა მისი უძლურებისა და უსარგებლობის გამო, 19რადგან რჯულმა ვერაფერი სრულყო. მაგრამ შემოდის უკეთესი სასოება, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.
20და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, 21რადგან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ეს კი – ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: ‘შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე’ მელქისედეკის წესით.“ #ფს 109:4. 22ამდენად იესო გახდა უმჯობესი აღთქმის თავდები.
23მღვდელი ბევრი იყო, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში, 24მას კი უკუნისამდე დარჩენით წარუვალი მღვდლობა უპყრია. 25ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი მეშვეობით მიეახლება ღმერთს, რადგან ცოცხალია მუდამ მათთვის საშუამდგომლოდ.
26ასეთი მღვდელმთავარი შეგვფეროდა ჩვენ: წმიდა, უბოროტო, შეურყვნელი, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზედა ამაღლებული, 27რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა. #ლევ 9:7. 28რადგან რჯული უძლურ ადამიანებს აყენებს მღვდელმთავრებად, ხოლო ფიცის სიტყვამ, რჯულის შემდგომ, დააყენა ძე, რომელიც სრულქმნილია უკუნისამდე.
Currently Selected:
Hebrews 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: