Hebrews 3
3
1ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს, 2რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია, ისევე როგორც მოსე იყო მთელს მის სახლში. #რცხ 12:7. 3რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია, ისევე როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. 4რადგან ყოველი სახლი ვიღაცის მიერ შენდება, ხოლო ყოველივეს ღმერთი აშენებს. 5მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო, 6ხოლო ქრისტე – ისეა მის სახლში, როგორც ძე. ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინარჩუნებთ გამბედაობასა და სასოების სიქადულს.
7ამიტომაც, როგორც წმიდა სული ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, #ფს 94:7-11. 8ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც უდაბნოში გამოცდის დღეს, 9სადაც მცდიდნენ მე თქვენი მამები, თუმცა ხედავდნენ ჩემს საქმეებს 10ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ თაობაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.’ 11ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ‘ვერ შევლენ ისინი ჩემს განსასვენებელში.’“ 12გაფრთხილდით, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. 13არამედ შეაგონეთ ერთმანეთს ყოველდღე, სანამ ითქმის – დღეს, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცთურით. 14რადგან ქრისტეს ზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. 15როცა ითქმის: „დღეს, როდესაც მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც დრტვინვისას.“ #ფს 94:7,8. 16ვინ იყო, რომ მოისმინა და დრტვინავდა? ეს ყველა ხომ იმათთაგან იყო, ვინც მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან? #რცხ 14:1-35. 17ვისზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? განა ცოდვილებზე არა, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდა? 18ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის განსასვენებელში, თუ არა ურჩებს? 19და ვხედავთ, რომ ვერ შეძლეს მათ შესვლა ურწმუნოების გამო.
Currently Selected:
Hebrews 3: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013