Hebrews 2
2
1ამიტომ გვმართებს მეტი გულისყური მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ. 2რადგან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს, 3როგორ გადავრჩებით თუ უგულვებელვყოფთ ეგზომ დიდ ხსნას, რომელიც პირველად უფლის მიერ გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში! 4ხოლო ღმერთმა დაამოწმა იგი ნიშნებით, სასწაულებითა და სხვადასხვა ძალით, და წმიდა სულის განაწილებით თავისი ნებისამებრ.
5რადგან, ანგელოზებს კი არ დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი სამყარო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. 6სადღაც ვინმე ამოწმებს და ამბობს: „რა არის ადამიანი, რომ გახსოვს ის? ან კაცის ძე, რომ მოინახულებ? #ფს 8:5-7. 7მცირედ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დაადგი გვირგვინი, 8ყოველივე დაუმორჩილე მას ფეხთა ქვეშ.“ ხოლო თუ ყოველივე დაუმორჩილა მას, მაშ არაფერი დაუტოვებია მისთვის დაუმორჩილებელი. ახლა კი, ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს. 9მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა.
10რადგან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვის მიერაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, რომ მათი ხსნის წინამძღოლი სრულეყო ტანჯვით. 11რადგან განმწმედელი და განწმედილნი ყველანი ერთისგან არიან. ამ მიზეზით არ რცხვენია, უწოდოს მათ ძმები, 12როცა ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გადიდებ შენ.“ #ფს 21:23. 13და კიდევ: „მე მივენდობი მას.“ და კიდევ: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“ #ესა 8:17,18.
14რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, 15და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო. 16რადგან, ანგელოზებს კი არ იღებს, არამედ აბრაამის ნაშიერს იღებს. #ესა 41:8,9. 17ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღმერთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად. 18რადგან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.
Currently Selected:
Hebrews 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: