YouVersion Logo
Search Icon

Hebrews 11

11
1ხოლო რწმენა არის დაჯერება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დასტური იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. 2რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. 3რწმენით ვიცით, რომ საუკუნეები წარმოქმნილია ღმერთის სიტყვით, რადგან ხილული წარმოიშვა უხილავისაგან. #დაბ 1:1; ფს 32:6,9; იო 1:3.
4რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი. იმით მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როცა ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და ამის წყალობით კვლავ მეტყველებს, თუმცა მკვდარია. #დაბ 4:3-10. 5რწმენით იქნა აყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, რადგან ღმერთმა აიყვანა. აყვანამდე კი მიიღო მოწმობა, რომ სათნო ეყო ღმერთს. #დაბ 5:21-24. 6ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია სათნოდ ყოფნა, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს მიუზღავს. 7რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული; ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად, რითაც მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სამართლიანობის მემკვიდრე გახდა რწმენის თანახმად. #დაბ 6:13-22.
8რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო, და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა. #დაბ 12:1-5. 9რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხოეთში, და კარვებში სახლობდა ისააკთან და იაკობთან – იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. #დაბ 35:27. 10რადგან ელოდა მტკიცე საძირკვლიან ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედი ღმერთია. 11რწმენით მიიღო ძალა, ეშვა შვილები, თუმცა სარა ბერწი იყო, და თვითონაც ჟამგადასული იყო, რადგან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. #დაბ 18:11-14; 21:2. 12ამიტომ ერთისაგან და ისიც თითქმის მკვდრისაგან იშვა მრავალი, როგორც ცაში ვარსკვლავები და უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე. #დაბ 15:5; 22:17; 32:12.
13რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან დაინახეს იგი, ერწმუნენ მას და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ „უცხონი და ხიზნები არიან დედამიწაზე.“ #დაბ 23:4; 1ნშ 29:15; ფს 38:11. 14ხოლო ის, ვინც ამას ამბობს, ცხადყოფს, რომ სამშობლოს ეძებს. 15და თუ ემახსოვრებოდათ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების ჟამიც. 16ახლა კი ისინი უკეთესს ესწრაფვიან, ანუ ზეციურს. ამიტომ ღმერთსაც არ ერცხვინება, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგან მან მოუმზადა მათ ქალაქი.
17რწმენით მიჰყავდა აბრაამს სამსხვერპლოდ ისააკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელი, მხოლოდშობილს სწირავდა, 18რომელზედაც ეთქვა მას: „ისააკი გააგრძელებს შენს მოდგმას.“ #დაბ 21:12. 19რადგან ფიქრობდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენაც შეუძლია. ამიტომ დაიბრუნა იგი, როგორც იგავი. 20რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. #დაბ 27:27-29,39,40. 21რწმენით აკურთხა სათითაოდ იაკობმა, როცა კვდებოდა, იოსების ძენი და თაყვანი სცა ღმერთს თავის კვერთხს დაყრდნობილმა. #დაბ 47:31; 48:1-20. 22რწმენით გაიხსენა იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების შესახებ. #დაბ 50:24,25; გამ 13:19.
23რწმენით მალავდნენ მოსეს მისი მშობლები დაბადებიდან სამ თვეს, რადგან ხედავდნენ, რომ ბავშვი მშვენიერი იყო, და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. #გამ 1:22; 2:2. 24რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, #გამ 2:10-12. 25და ღმერთის ხალხთან ტანჯვა ამჯობინა წარმავალ ცოდვიან განცხრომას. 26მესიის გულისათვის#11:26 ან ღმერთის ცხებულისათვის. დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, რადგან ხედავდა საზღაურს. 27რწმენით დატოვა ეგვიპტე მეფის რისხვის უშიშმა, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. 28რწმენით გამართა პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს. #გამ 12:21-30.
29რწმენით გადალახეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ. #გამ 14:21-31. 30რწმენით დაეცა იერიქონის გალავნები შვიდდღიანი გარსშემოვლის შემდეგ. #ისნ 6:12-21. 31რწმენით იყო, რომ არ დაიღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რაჰაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები. #ისნ 2:1-21; 6:22-25.
32და კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ ვილაპარაკო გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე, #მსჯ 4:6—5:31; 6:11—8:32; 11:1—12:7; 13:2—16:31; 1მფ 16:1—3მფ 2:11; 1მფ 1:1—25:1. 33რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სამართალს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს, #დან 6:1-27. 34შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისაგან, მტკიცდებოდნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს. #დან 3:1-30. 35ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისათვის მიეღწიათ. #3მფ 17:17-24; 4მფ 4:25-37. 36სხვებმა დაითმინეს გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები. #3მფ 22:26,27; 2ნშ 18:25,26; იერ 20:2; 37:15; 38:6. 37მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, მახვილით კლავდნენ, ისინი დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, ტანჯულნი; #2ნშ 24:21. 38ისინი, ვისი ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაძრწოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში.
39ყველა ამათგანს ჰქონდა მოწმობა რწმენით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოდ არ მიეღწიათ სრულქმნისათვის.

Currently Selected:

Hebrews 11: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in