Galatians 2
2
114 წლის შემდეგ კვლავ ავედი იერუსალიმში ბარნაბასთან ერთად და ტიტეც თან წავიყვანე. #საქ 11:30; 15:2. 2გამოცხადებით ავედი იქ და წარვუდგინე მათ ცალკე, წარჩინებულებს შორის შეხვედრაზე, სახარება, რომელსაც ვქადაგებდი წარმართებთან – ამაოდ ხომ არ ვირჯები ან ვირჯებოდი ადრე. 3მაგრამ ჩემთან მყოფი ტიტეც კი, თუმცა ის ბერძენი იყო, არ აიძულეს, რომ წინადაეცვითა. 4ხოლო ცრუძმებისთვის, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, – რათა დავემონებინეთ, 5ერთი წუთითაც არ დაგვითმია და არ დავმორჩილებივართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცული ყოფილიყო თქვენთვის. 6ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც წარჩინებულად არიან მიჩნეულნი (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩემთვის სულ ერთია – ღმერთი გარეგნობის მიხედვით არ განსჯის), მათ სხვა არაფერი დაუკისრებიათ ჩემთვის. #რჯ 10:17. 7პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის ისევე, როგორც პეტრეს წინადაცვეთილთათვის, – 8რადგან ვინც პეტრეში მოქმედებდა წინადაცვეთილებთან მოციქულობაში, ჩემში მოქმედებდა წარმართებთან მოციქულობაში – 9და, როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, რომელნიც სვეტებად ითვლებიან, გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას თანაზიარების მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან. 10ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
11როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. 12რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. 13მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა ებრაელებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. 14მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, ებრაელი, წარმართივით ცხოვრობ და არა ებრაელივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაებრაელდნენ?“
15ჩვენ ბუნებით ებრაელნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან; 16მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, რადგან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. #ფს 142:2; რომ 3:20,22. 17ხოლო ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი თუ აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახური იქნება? არამც და არამც! 18რადგან, თუ მე კვლავ აღვადგენ იმას, რაც დავარღვიე, ამით ჩემს თავს დამნაშავედ ვხდი. 19მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ღმერთისათვის ვიცოცხლო. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. 20და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის. 21არ უგულვებელვყოფ ღმერთის მადლს, რადგან, თუ რჯულითაა გამართლება, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
Currently Selected:
Galatians 2: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: