YouVersion Logo
Search Icon

Exodus 38

38
1და გააკეთა სამსხვერპლო სრულადდასაწველისა აკაციის ხისაგან: სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა. 2და გაუკეთა რქები მას ოთხივ კუთხეზე, სამსხვერპლოსთან მთლიანობაში იყო მისი რქები. სამსხვერპლო მთლიანად მოჭედა ბრინჯაოთი. 3დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეულობა: ქვაბები, ნიჩბები, სასხურებლები, ჩანგლები და აქანდაზები. მთელი მისი ჭურჭელი ბრინჯაოსგან გააკეთა. 4და გააკეთა სამსხვერპლოსათვის ცხაური ბრინჯაოსაგან, ბადისებრი ნახელავი, ქვემოდან სამსხვერპლოს შუამდე. 5და ჩამოასხა ოთხი რგოლი ბრინჯაოს ცხაურის ოთხი კუთხისათვის კეტების გასაყრელად. 6და გათალა კეტები აკაციის ხისა და მოჭედა ისინი ბრინჯაოთი. 7და გაუყარა კეტები სამსხვერპლოს რგოლებში, რათა ეტარებინათ იგი მათი მეშვეობით. ღრუ გააკეთა იგი ფიცრებით.
8და გააკეთა ბრინჯაოს საბანელი და მისი კვარცხლბეკიც ბრინჯაოსი ქალების სარკეებით, რომლებიც მსახურებას ეწეოდნენ საკრებულო კარვის შესასვლელთან.#გამ 30:18.
9და მოაწყო ეზო სამხრეთ მხარეს. ეზოს ფარდა გრეხილი ბისონისა იყო, სიგრძით 100 წყრთა, 10მისი 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო. 11და ჩრდილოეთის მხრიდან ფარდა სიგრძით 100 წყრთა იყო. მისთვის გაკეთდა 20 სვეტი და მათი 20 კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო. დუგმები სვეტებისა და მათი სალტეები ვერცხლისა იყო. 12და დასავლეთის მხრიდან 50 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ 10 სვეტზე. სვეტების დუგმები და სალტეები ვერცხლისა იყო. 13აღმოსავლეთის მხარე 50 წყრთა იყო. 14კარიბჭის ერთ მხარეს 15 წყრთის სიგრძის ფარდა ეკიდა კვარცხლბეკებზე დადგმულ სამ სვეტზე. 15და მეორე მხარესაც ეზოს კარიბჭიდან ასევე 15 წყრთის სიგრძის ფარდა იყო სამი სვეტითა და სამი კვარცხლბეკით. 16ეზოს ირგვლივ ყველა ფარდა გრეხილი ბისონისა იყო. 17სვეტების კვარცხლბეკები ბრინჯაოსი იყო, სვეტების დუგმები და სალტეები – ვერცხლისა, და მათი თავების ჭედურობაც ვერცხლისა იყო. და ვერცხლის სალტეებით იყო შეერთებული ეზოს ყოველი სვეტი. 18და ეზოს კარიბჭის ფარდა იყო ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა სიგრძით 20 წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე, ეზოს ფარდების მსგავსად. 19მისი ოთხი სვეტი და მათი ოთხი კვარცხლბეკი ბრინჯაოსი იყო; მათი დუგმები – ვერცხლისა და მათი თავების ჭედურობაც და სალტეებიც – ვერცხლისა იყო. 20სავანისა და ფარდების პალოები ეზოს ირგვლივ ბრინჯაოსი იყო.
21ეს არის აღრიცხვა სავანის, გამოცხადების სავანის ხარჯებისა, რაც დაანგარიშებულ იქნა მოსეს ბრძანებით, ლევიანთა მიერ, აარონის ძის, ითამარ მღვდლის ხელმძღვანელობით. 22ბეცალელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან, გააკეთა ყოველივე, რაც უბრძანა უფალმა მოსეს. 23მასთან იყო ოჰოლიაბიც, ძე ახისამაქისა, დანის ტომიდან, მეჩუქურთმე, ოსტატი მქსოველი და მქარგავი ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი ნართისა და ბისონისა.
24მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყოველ საქმეზე, იყო შემოწირული ოქრო: 29 ტალანტი და 730 შეკელი, საწმიდრის შეკელით. 25ხოლო თემის აღწერისას შეგროვებული ვერცხლი შეადგენდა 100 ქანქარს და 1775 შეკელს, საწმიდრის შეკელით.#გამ 30:11-16. 26სულზე თითო ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი, საწმიდრის შეკელით, ყველასგან, ვინც გაიარა აღრიცხვა, 20 წლიდან და ზევით, სულ 603550 კაცი.#მთ 17:24. 27100 ტალანტი ვერცხლი საწმიდრის და ფარდის კვარცხლბეკთა ჩამოსხმას მოხმარდა. 100 კვარცხლბეკი 100 ტალანტიდან, თითო ტალანტი კვარცხლბეკისათვის. 281775 შეკელი ვერცხლისაგან მან გააკეთა დუგმები სვეტებისათვის და მოჭედა მათი თავები და შეაერთა ისინი სალტეებით. 29შემოწირული ბრინჯაო იყო სულ 70 ტალანტი და 2400 შეკელი. 30გააკეთა მისგან საკრებულო კარვის შესასვლელის კვარცხლბეკები და ბრინჯაოს სამსხვერპლო, და ბრინჯაოს ცხაური მისთვის, და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭელი, 31კვარცხლბეკები ეზოს ირგვლივ და ეზოს კარიბჭისათვის, სავანისა და ფარდების ყოველი პალო ეზოს ირგვლივ.

Currently Selected:

Exodus 38: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in