Exodus 33
33
1და უთხრა უფალმა მოსეს: „წადით აქედან შენ და ეგ ხალხი, ეგვიპტიდან რომ გამოიყვანე, იმ ქვეყნისაკენ, რომელიც აღვუთქვი აბრაამს, ისააკს და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი.#დაბ 12:7; 26:3; 28:13. 2წინ წაგიმძღვარებ ანგელოზს და გავდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს. 3იარეთ იმ ქვეყნისაკენ, სადაც მოედინება რძე და თაფლი. მე აღარ ვივლი თქვენთან ერთად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ და, რომ არ მოგსპო გზაში.“
4ისმინა ხალხმა ეს მრისხანე სიტყვა და იგლოვეს, არავინ მორთულა სამკაულებით. 5და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი ისრაელიანთ: ‘ჯიუტი ხალხი ხართ თქვენ. ერთი წამითაც რომ გავიაროთ თქვენს შორის, მოგსპობთ. ახლა მოიხსენით სამკაულები და მე ვიცი, როგორ უნდა მოგექცეთ.’“ 6ჩამოიხსნეს ისრაელიანთ სამკაულები ხორების მთასთან.
7და აიღო მოსემ კარავი და გაშალა თავისთვის ბანაკს გარეთ, მის მოშორებით, და უწოდა მას საკრებულო კარავი. და ყველა, ვინც ეძიებდა უფალს, გადიოდა საკრებულო კარავთან, ბანაკს გარეთ რომ იდგა. 8და როცა გამოდიოდა მოსე კარავთან, ადგებოდა მთელი ხალხი და ჩერდებოდა თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და თვალს ადევნებდა მოსეს, ვიდრე იგი კარავში შევიდოდა. 9როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს. 10და ხედავდა მთელი ხალხი ღრუბლის სვეტს, კარვის შესასვლელთან აღმართულს, და ადგებოდა მთელი ხალხი და თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან სცემდა თაყვანს. 11და ელაპარაკებოდა უფალი მოსეს პირისპირ, როგორც კაცი ელაპარაკოს თავის მეგობარს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. ხოლო მსახური მისი იესო, ნავეს ძე, ჭაბუკი, არ შორდებოდა კარავს.
12და უთხა მოსემ უფალს: „შეხედე, შენ მითხარი, გაუძეხიო ამ ხალხს, და არ მაუწყე, ვის გამოგზავნი ჩემთან ერთად. შენ მითხარი, რომ სახელით მიცნობ და მადლიც მაქვს ნაპოვნი შენს თვალში. 13და თუ მართლაც მადლი მიპოვია შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში; და ნუ დაივიწყებ, რომ შენი ერია ეს ხალხი.“ 14თქვა უფალმა: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ.“ 15უთხრა მოსემ: „თუ შენ თავად არ წამოხვალ, ნუ გაგვიყვან აქედან. 16რით გახდება საცნაური, რომ ვპოვეთ მადლი შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა იმით არა, რომ ჩემთან ერთად ივლი და გამორჩეული ვიქნებით მე და შენი ერი ყველა სხვა ხალხისგან, რაც კი დედამიწის ზურგზეა.“
17და უთხრა უფალმა მოსეს: „მაგ შენ ნათქვამსაც ავასრულებ, რადგან მადლი ჰპოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ.“
18და თქვა მოსემ: „მახილვინე შენი დიდება.“ 19და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“#რომ 9:15. 20და თქვა: „ვერ შეძლებ ჩემი სახის ხილვას, რადგან არ ძალუძს ადამიანს, მიხილოს და ცოცხალი დარჩეს.“ 21და თქვა უფალმა: „აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი ამ კლდეზე. 22როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში ჩაგაყენებ და დაგფარავ ჩემი ხელით, ვიდრე ჩავივლიდე. 23როცა ხელს მოგაშორებ, იხილავ ჩემს ზურგს, ხოლო ჩემი სახე არ გამოჩნდება.“
Currently Selected:
Exodus 33: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: