YouVersion Logo
Search Icon

Exodus 20

20
1და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 3ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა.
4ნუ გაიკეთებ კერპებს და ნურც რაიმე სხვა მსგავსებას იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია, მიწის სიღრმეში.#გამ 34:17; ლევ 19:4; 26:1; რჯ 4:15-18; 27:15; 5:8. 5თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვებს შვილებს მოვკითხავ, ჩემი მტრების მესამე და მეოთხე თაობამდე,#გამ 34:6,7; რცხ 14:18; რჯ 7:9,10. 6და ჩემს მოყვარულ და ჩემი მცნებების დამცველ ათასეულ თაობათა მწყალობელი.
7ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის, სახელს ამაოდ, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მახსენებელი.#ლევ 19:12.
8გახსოვდეს შაბათის დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.#გამ 16:23-30; 31:12-14. 9ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი შენი საქმე,#გამ 23:12; 31:15; 34:21; 35:2; ლევ 23:3. 10ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს. 11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდა-ყო იგი.#დაბ 2:1-3; გამ 31:17.
12პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.#რჯ 27:16; მთ 15:4; 19:19; მრკ 7:10; 10:19; ლკ 18:20; ეფს 6:2,3.
13არა კლა.#დაბ 9:6; ლევ 24:17; მთ 5:21; 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9; იაკ 2:11.
14არ იმრუშო.#ლევ 20:10; მთ 5:27; 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9; იაკ 2:11.
15არ იქურდო.#ლევ 19:11; მთ 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20; რომ 13:9.
16ცრუ მოწმედ არ დადგე შენი მოყვასის წინააღმდეგ.#გამ 23:1; მთ 19:18; მრკ 10:19; ლკ 18:20.
17არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.“#რომ 7:7; 13:9.
18და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და ბუკის ხმას და აკვამლებულ მთას. და შეძრწუნდა ხალხი და დადგა მოშორებით.#ებრ 12:18,19. 19და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“ 20და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.“ 21და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ბნელ ღრუბელთან, სადაც ღმერთი იყო.
22და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელიანთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით. 23არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ. 24მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი ცხვარ-ძროხა; ყველგან, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ. 25და თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ ქვას.#რჯ 27:5-7; ისნ 8:31. 26და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს მასზე შენი სარცხვინელი.’

Currently Selected:

Exodus 20: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in