Ephesians 2
2
1თქვენც მკვდრები იყავით თქვენი დანაშაულებითა და ცოდვებით, #კლს 2:13. 2რომლებშიც ოდესღაც იარებოდით ქვეყნიერების ამ ჟამისამებრ, ჰაერის ხელმწიფების მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩობის შვილებში რომ მოქმედებს. 3ჩვენც ყველანი მათში ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და ლტოლვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად, 4მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი დიდი სიყვარულით, რომლითაც შეგვიყვარა, 5ჩვენ, დანაშაულთა გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად – მადლით ხართ გამოხსნილნი, – 6და თანააღგვადგინა და ცათა შინა თანადაგვსხა ქრისტე იესოში, 7რათა მომავალ საუკუნეებში აჩვენოს თავისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში. 8რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია, 9არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქადოს, 10რადგან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა მათში ვიაროთ.
11ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინადაუცვეთლებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ერქვათ წინადაცვეთილები ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა, 12რომ იმ ჟამს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობისაგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასოება და უღვთონი იყავით ამქვეყნად. 13ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. 14რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე, 15გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, მცნებათა რჯული თავისი ბრძანებებიანად, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობისმყოფელი. #კლს 2:14. 16და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, მასში მტრობის მოკვდინებით. #კლს 1:20. 17და მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ, შორებელთ და ასევე მშვიდობა – ახლობელთ, #ესა 57:19. 18რადგან მის მიერ ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. 19ამიტომ თქვენ უკვე აღარა ხართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი, 20დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი, 21რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმიდა ტაძრად უფალში, 22რომელზეც თანაშენდებით თქვენც ღმერთის საცხოვრისად სულში.
Currently Selected:
Ephesians 2: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: