Acts 28
28
1როდესაც უკვე გადარჩენილები ვიყავით, მაშინღა შევიტყეთ, რომ კუნძულს მალტა ერქვა. 2კუნძულელებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს, წვიმასა და სიცივეში დაგვინთეს ცეცხლი და ყველას გაგვიმასპინძლდნენ. 3პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე გამოძვრა და ხელზე შემოეხვია მას. 4კუნძულელებმა რომ დაინახეს მის ხელზე შემოხვეული გველი, ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი უეჭველად კაცისმკვლელია, ზღვას კი გადაურჩა, მაგრამ სამართალი სიცოცხლეს არ ანებებს.“ 5მაგრამ მან ხელი დაიქნია და ქვეწარმავალი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ არაფერი ვნებია. 6ისინი კი ელოდნენ, რომ დასივდებოდა ან უცებ მკვდარი დაეცემოდა. დიდხანს ელოდნენ და როცა დაინახეს, რომ არაფერი უჩვეულო არ შემთხვევია, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ეს ღმერთიაო.
7იმ არემარეში კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, მიწები ჰქონდა. მან მიგვიღო ჩვენ და სამ დღეს მეგობრულად გვიმასპინძლა. 8პუბლიუსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაადო და განიკურნა იგი. 9ამ ამბის შემდეგ სხვებიც, ვისაც კი კუნძულზე რაიმე სენი სჭირდა, მოდიოდნენ და იკურნებოდნენ. 10მათ დიდი პატივი მოგვაგეს და გამგზავრებისას საგზლით მოგვამარაგეს.
11სამი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კუნძულზე გამოზამთრებული ალექსანდრიული ხომალდით, რომელიც დიოსკურების ნიშანს ატარებდა. 12სირაკუზაში ჩავედით და იქ სამ დღეს დავყავით. 13იქიდან ავუშვით ღუზა და რეგიუმს მივადექით. ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა და მეორე დღეს პოტეოლისში მივედით, 14სადაც ვნახეთ ძმები და მათი თხოვნით შვიდ დღეს დავრჩით იქ. და ასე მივედით რომში. 15იქაურმა ძმებმა გაიგეს ჩვენი ამბავი და გამოვიდნენ ჩვენს შესახვედრად აპიუსის ფორუმამდე და სამ-დუქნამდე.#28:15 რომიდან დაახლ. 53 კმ მანძილზე დაშორებული ადგილი. ისინი რომ დაინახა პავლემ, ღმერთს მადლი შესწირა და გამხნევდა.
16როდესაც რომში მივედით, პავლეს უფლება მიეცა, თავისთვის ცალკე ეცხოვრა მის მცველ ჯარისკაცთან ერთად.
17სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული ებრაელნი და, როდესაც შეიკრიბნენ, უთხრა მათ: „ძმებო, მე არაფერი ჩამიდენია ხალხისა და მამათა ჩვეულების საწინააღმდეგო, და მაინც დამატუსაღეს იერუსალიმში და რომაელების ხელთ გადამცეს. 18მათ დამკითხეს და უნდოდათ ჩემი გათავისუფლება, რადგან არავითარი სასიკვდილო ბრალი არ მქონდა. 19მაგრამ რაკი ებრაელნი წინ აღმიდგნენ, იძულებული გავხდი კეისრისთვის მიმემართა, თუმცა იმიტომ არა, რომ ჩემი ერისათვის რაიმე ბრალი დამედო. #საქ 25:11. 20ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისათვის მაქვს ეს ჯაჭვი დადებული.“ 21მათ უთხრეს: „ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან, არც ვინმეს, მოსულ ძმათაგან, უცნობებია ან უთქვამს შენზე რაიმე ძვირი. 22ოღონდ ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მოძღვრებას ყველგან ეწინააღმდეგებიან.“
23დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მასთან სასტუმროში. დილიდან საღამომდე განუმარტავდა მათ და უმოწმებდა ღმერთის სასუფეველზე და არწმუნებდა იესოს შესახებ მოსეს რჯულიდან და წინასწარმეტყველთაგან. 24ზოგმა დაიჯერა მისი ნალაპარაკევი, სხვებმა კი არ იწამეს. 25რომ ვერ შეთანხმდნენ და უნდა დაშლილიყვნენ, პავლემ თქვა ერთი სიტყვა: „კარგად უთხრა სულიწმიდამ ესაია წინასწარმეტყველის პირით თქვენს მამებს: 26‘მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. #ესა 6:9,10. 27რადგან დაეხშო ამ ხალხს გული და ყურებით მძიმედ ესმით, და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.’ 28ამრიგად, იცოდეთ, რომ ღმერთის ხსნა მოევლინა წარმართებს და ისინი მოისმენენ კიდეც.“ 29ეს რომ თქვა, ებრაელნი წავიდნენ და დიდი დავა ჰქონდათ ერთმანეთში.
30პავლე მთელ ორ წელიწადს ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. 31ქადაგებდა ღმერთის სასუფეველს და სრული სითამამით, დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალი იესო ქრისტეს შესახებ.
Currently Selected:
Acts 28: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: