Acts 20
20
1ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიისკენ გასწია. 2ის მხარეები რომ მოიარა და მრავალი გაამხნევა სიტყვით, ელადაში მივიდა, 3სადაც სამი თვე დაჰყო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, ებრაელებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო. 4თან ახლდნენ მას ასიამდე ბერიელი სოპატრე, პიროსის ძე, თესალონიკელთაგან არისტარქე და სეკუნდოსი, დერბელი გაიოსი და ტიმოთე, ასიელთაგან – ტიქიკოსი და ტროფიმე. 5ისინი დაწინაურდნენ და ტროაში გველოდნენ. 6ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდი დღე დავყავით.
7იმავე ერთშაბათს, როდესაც მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე ესაუბრებოდა მათ და რაკი მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა. 8ზედა სართულზე, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილი, ბევრი ლამპარი იყო. 9ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯარაზე ჩამომჯდარიყო, რაკი პავლეს საუბარი გაუგრძელდა, ძილმა წაიღო და ძილმორეული მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10ჩამოვიდა პავლე, გადაემხო მას, მოეხვია და თქვა: „ნუ შეშფოთდებით, რადგან სული მისი მასთანვეა.“ 11ავიდა ზევით და პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, ვიდრე არ გათენდა; და წავიდა. 12ის ყრმა კი ცოცხალი მოიყვანეს და დიდად ინუგეშეს.
13ჩვენ კი წინ გავწიეთ ხომალდით და მივცურეთ ასოსში, საიდანაც პავლეს აყვანა გვსურდა ხომალდზე. ასე ჰქონდა ნაბრძანები, რადგან თავად ფეხით უნდოდა სიარული. 14როდესაც ჩვენ შეგვხვდა ასოსში, ავიყვანეთ იგი და მივედით მიტილენეში. 15იქიდან გავცურეთ და მეორე დღეს დავდექით ქიოსის პირდაპირ, მომდევნო დღეს მივადექით სამოსს, გავჩერდით ტროგილიუმში და ერთი დღის შემდეგ მივედით მილეტში. 16პავლემ არჩია ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო ასიაში, რადგან ჩქარობდა, უნდოდა ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ყოფილიყო.
17მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები. 18როდესაც მოვიდნენ მასთან, უთხრა: „თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როცა ასიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი. 19ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომლებიც შემამთხვიეს ებრაელთა შეთქმულებებმა. 20არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ გამეცხადებინა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლიდან სახლში. 21ვუმოწმებდი ებრაელებსა და ბერძნებს ღმერთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 22და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და, რა შემემთხვევა იქ, არ ვიცი. 23მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ქალაქიდან ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის. 24მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალი იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღმერთის მადლის სახარება. #2ტმ 4:7.
25აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღმერთის სასუფეველს. 26ამიტომ გიმოწმებთ თქვენ დღევანდელ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველას სისხლისაგან. 27რადგან არ დამიტოვებია გაუცხადებელი თქვენთვის ღმერთის ყოველი ნება. 28გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის ზედამხედველადაც სულიწმიდამ დაგადგინათ, რათა მწყემსავდეთ ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. 29მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოვლენ სასტიკი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30და თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები თავისკენ გადაიბირონ. 31ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით შევაგონებდი თითოეულ თქვენგანს. 32ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა განწმედილთან ერთად. 33არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი. 34თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს. 35ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც თავად თქვა: ‘გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.’“
36ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა. 37მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ჰკოცნიდნენ. 38უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა, ვეღარ იხილავთ ჩემ სახეს. და მიაცილეს იგი ხომალდამდე.
Currently Selected:
Acts 20: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: