YouVersion Logo
Search Icon

Acts 11

11
1გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღმერთის სიტყვა. 2და როდესაც ავიდა პეტრე იერუსალიმში, უსაყვედურეს მას წინადაცვეთილებმა, 3და ეუბნებოდნენ: „წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამე.“ 4დაუწყო მათ პეტრემ განმარტება თანმიმდევრობით: 5„მე ვიყავი ქალაქ იაფოში, ვლოცულობდი და გარინდებაში ვიხილე ჩვენება: გარდამომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოსავით, ოთხი კიდით ეშვებოდა ზეციდან და ჩემამდე მოაღწია. 6შევხედე მას, დავაკვირდი და დავინახე შიგ მიწის ოთხფეხნი, მხეცნი, ქვეწარმავალნი და ცის ფრინველნი. 7და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!’ 8ვთქვი: ‘არა, უფალო! რადგან ჩემს პირში არასოდეს არაფერი შებილწული და უწმიდური არ შესულა.’ 9მეორედ მომიგო ხმამ ციდან: ‘რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ უწმინდურად.’ 10ეს მოხდა სამჯერ, და ყველაფერი ისევ ცად ამაღლდა. 11და აჰა, მაშინვე კესარიიდან ჩემთან გამოგზავნილი სამი კაცი მოადგა იმ სახლს, სადაც მე ვიყავი. 12მითხრა სულმა, რომ უყოყმანოდ გავყოლოდი მათ. წამომყვა ეს ექვსი ძმა და შევედით იმ კაცის სახლში. 13მან გვიამბო, როგორ იხილა თავის სახლში მდგომი ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ‘გაგზავნე იაფოში და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს. 14ის გეტყვის სიტყვებს, რომლითაც გადარჩებით შენ და მთელი შენი სახლი.’ 15და როდესაც ლაპარაკი დავიწყე, სულიწმიდა გადმოვიდა მათზე ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად. 16გამახსენდა უფლის სიტყვა, როგორ ამბობდა: ‘იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი სულიწმიდით მოინათლებით.’ #საქ 1:5. 17თუკი ღმერთმა ისეთივე ნიჭი მისცა მათ, როგორც ჩვენ, რომელთაც ვირწმუნეთ უფალი იესო ქრისტე, მე ვინ ვიყავი, რომ შემძლებოდა წინ აღვდგომოდი ღმერთს?“ 18ეს რომ მოისმინეს, დადუმდნენ და ადიდეს ღმერთი, და ამბობდნენ: „აჰა, წარმართებსაც მისცა ღმერთმა მონანიება სასიცოცხლოდ.“
19ხოლო სტეფანეს გამო მომხდარი დევნისაგან გაფანტულები მივიდნენ ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე და ებრაელების გარდა არავის უქადაგებდნენ სიტყვას. #საქ 8:1-4. 20იყვნენ მათგან ზოგიერთნი კვიპროსელნი და კვირინელნი, რომლებიც ანტიოქიაში მისვლისას ესაუბრებოდნენ ბერძნულად მოლაპარაკეებსაც და ახარებდნენ მათ უფალ იესოს. 21და იყო უფლის ხელი მათთან, ბევრმა ირწმუნა და მოიქცა უფლისაკენ. 22მიაღწია ამ ამბავმა იერუსალიმში მყოფი ეკლესიის ყურამდე და მიავლინეს ბარნაბა ანტიოქიაში. 23როდესაც მივიდა და იხილა ღმერთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დარჩენილიყვნენ უფალში; 24რადგან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღვსილი. და დიდძალი ხალხი შეემატა უფალს. 25წავიდა ტარსუსში სავლეს საძებნელად და ნახა იგი, და ანტიოქიაში მოიყვანა. 26და მოხდა ისე, რომ მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. და პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.
27იმ დღეებში იყო, რომ მოვიდნენ მქადაგებელნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. 28წამოდგა ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, და იწინასწარმეტყველა სულით, რომ დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ მსოფლიოში, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს. #საქ 21:10. 29ხოლო მათ გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, შეწევნა გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდაში ცხოვრობდნენ. 30ასეც მოიქცნენ: გაუგზავნეს შეკრებილი უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით.

Currently Selected:

Acts 11: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in