YouVersion Logo
Search Icon

2 Timothy 2

2
1ამრიგად, შენ, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლით, რომელიც ქრისტე იესოშია. 2და რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ. 3გაიზიარე ჩემი ტანჯვა, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს. 5შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს. 6მიწისმუშაკს მართებს პირველმა მიიღოს ნაყოფი. 7დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს ყველაფრის გაგებას.
8გახსოვდეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, დავითის შთამომავალი, ჩემი სახარების მიხედვით, 9რომლისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღმერთის სიტყვისთვის არ არსებობს ბორკილები. 10ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად. 11სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდებით, მასთან ერთად ვიცოცხლებთ. 12თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ. თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ.#მთ 10:33; ლკ 12:9. 13თუ ჩვენ ურწმუნონი ვიქნებით, ის სარწმუნო დარჩება, რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს.
14ეს შეახსენე და დაუმოწმე მათ ღმერთის წინაშე, არ იკინკლაონ სიტყვების გამო უსარგებლოდ, მსმენელთა დასაღუპად. 15ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად. 16მოერიდე უკეთურ ლაყბობას, რომელსაც ამგვარად მოქმედნი უღვთოებისაკენ მიჰყავს. 17მათი სიტყვა სჭამს თავის გარშემო სირსველისავით. ასეთები არიან ჰიმენეოსი და ფილეტოსი, 18რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას. ამბობენ, რომ აღდგომა უკვე იყო და ზოგიერთებს უუკუღმართებენ რწმენას. 19ღმერთის მტკიცე საფუძველი კი დგას და აქვს ეს ბეჭედი: „ცნობს უფალი თავისიანებს“ და „განშორდეს უსამართლობას ყველა, ვინც მოუხმობს უფლის სახელს.“#რცხ 16:5. 20დიდ სახლში კი არა მარტო ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელია, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიო, ზოგი არასაპატიო მოხმარებისთვის. 21ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული. 22ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს. 23სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე. შენ ხომ იცი, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებას ბადებენ. 24ღმერთის მონას კი არ მართებს პაექრობა, არამედ თვინიერი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, უბოროტო. 25მშვიდად ასწავლიდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ ღმერთმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, 26რათა გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავის ნებაში მოამწყვდია ისინი.

Currently Selected:

2 Timothy 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in