2 Timothy 1
1
1პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ, 2ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.#საქ 16:1.
3ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წინაპართა კვალზე წმიდა სინდისით, როცა განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით. 4ვიხსენებ შენს ცრემლებს და მენატრება შენი ნახვა, რათა სიხარულით აღვივსო. 5მახსენდება შენი წრფელი რწმენა, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და მწამს, რომ იგი შენშიც არის.#საქ 16:1. 6ამის გამო შეგახსენებ, გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. 7რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა.
8მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ გაიზიარე სახარებისათვის ჩემი ტანჯვა, გაძლიერდი ღმერთის ძალით, 9რომელმაც გვიხსნა და მოგვიწოდა ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს. 10ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას, 11რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი.#1ტმ 2:7. 12ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის. 13მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია. 14შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით.
15შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც. 16უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, რადგან მან მრავალჯერ გამამხნევა და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა, 17არამედ რომში მყოფი გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა. 18უბოძოს მას უფალმა უფლის შეწყალების მოპოვება იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.
Currently Selected:
2 Timothy 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013