YouVersion Logo
Search Icon

2 Thessalonians 2

2
1ხოლო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლასა და მასთან ჩვენს შეკრებასთან დაკავშირებით, ძმებო, გთხოვთ, #1თს 4:15-17. 2იოლად ნუ შეიძვრება თქვენი გონება და ნუ შეშფოთდებით ნურც სულით, ნურც სიტყვით და ნურც თითქოს ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგა უფლის დღე. 3ნურავინ ნუ გაცდუნებთ, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, 4წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და თაყვანსაცემად. ისე რომ, ღმერთის ტაძარშიც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს. #დან 11:36; ეზკ 28:2. 5არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? 6ახლა კი იცით, რა აკავებს მას, რომ გამოჩნდეს თავის ჟამს. 7რადგან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა მას შემკავებელი აკავებს, სანამ არ იქნება ის გაყვანილი. 8მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებისას განაქარვებს #ესა 11:4. 9მას, რომლის მოსვლა იქნება სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ძალით, ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით, #მთ 24:24. 10და უსამართლობის ყველა საცთურით დაღუპვის გზაზე მყოფთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეითვისეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. 11ამისათვის უგზავნის მათ ღმერთი მაცდუნებელ ქმედებას, რომ ირწმუნონ სიცრუე, 12რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა.
13ხოლო ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, ძმებო, უფლის საყვარელნო, რომ ღმერთმა უწინარესად ამოგირჩიათ გადასარჩენად სულის მიერ განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით, 14რისთვისაც მოგიწოდათ მან ჩვენი სახარებით, რათა მოიპოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდება. 15ამრიგად, ძმებო, მტკიცედ იდექით და მტკიცედ გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით.
16ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა საუკუნო ნუგეში და კეთილი იმედი მადლით, 17ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.

Currently Selected:

2 Thessalonians 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in