2 Maccabees 7
7
1მოხდა ისე, რომ შეიპყრეს შვიდი ძმა დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი შოლტითა და ძარღვებით დატანჯულთ. 2ერთი მათგანი საპასუხოდ გამოვიდა და თქვა: „რა გინდა გვკითხო, ან რა პასუხს მოელი ჩვენგან? მამა-პაპისეული რჯულის დარღვევას სიკვდილი გვიჯობს.“
3მაშინ გაშმაგდა მეფე და ბრძანა ტაფები და ქვაბები გაეხურებინათ. 4როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეგლიჯათ, ტყავი გაეძროთ და ასო-ასო აექნათ. 5ასე დაჭრილ-დაჩეხილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, კოცონთან მიათრიეს და ტაფაზე დააგდეს და როცა ტაფიდან სქელი ოხშივარი ავარდა, ძმები დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, რომ ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს და ამბობდნენ: 6„უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს, როგორც გვაუწყა მოსემ თავის გალობაში ხალხის წინაშე: ‘უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთ.’“
7როცა პირველმა ძმამ სული დალია, ახლა მეორე გამოიყვანეს საწამებლად, თავზე თმებიანად ააძრეს ტყავი და თან ეუბნებოდნენ: „განა ჭამა არ გიჯობს ოთხში ამოღებას?“ 8ხოლო მან თავის მშობლიურ ენაზე მიუგო მათ: „არა!“ ამიტომაც პირველი ძმასავით იქნა დასჯილი. 9სულთმობრძავმა თქვა: „შენ ამქვეყნიურ სიცოცხლეს გვართმევ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი საუკუნო სიცოცხლისათვის აღგვადგენს მისი რჯულისათვის თავდადებულთ.“
10შემდეგ მესამეს მიადგნენ და როგორც კი ენის გამოყოფა უბრძანეს, მაშინვე გამოყო და წარბშეუხრელად გაუწვდინა ხელებიც. 11და ღირსეულად თქვა: „ცამ მომმადლა ისინი და დაუნანებლად ვწირავ უფლის რჯულს, რადგანაც იმედი მაქვს, რომ მისგანვე მივიღებ უკან.“ 12მეფე და მისი ამალა განცვიფრებულნი უყურებდნენ ჭაბუკის ქედუხრელობას, რადგანაც არაფრად ჩააგდო ტანჯვა-წამება.
13მანაც რომ განუტევა სული, მეოთხე ძმაც ასევე გვემეს და აწამეს. 14სიკვდილის პირას მყოფს აღმოხდა: „კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს მივენდო ღმერთს, რადგანაც ისევ აღმადგენს, შენ კი არ გიწერია სასიცოცხლოდ აღდგომა.“
15შემდეგ საწამებლად მოიყვანეს მეხუთე, 16რომელმაც მეფეს შეხედა და თქვა: „შენს ხელთაა ძალაუფლება და თვითონ მოკვდავს შეგიძლია, რაც გნებავს ის დამართო ადამიანებს, მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმაზე ხელი აიღო ღმერთმა. 17მოითმინე და დაინახავ, რაოდენ დიდია მისი ძალმოსილება და რა სასჯელს მოგივლენთ შენცა და შენს შთამომავლებსაც.“ 18შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა: „ამაოდ ნუ მოიტყუებ თავს, რაცა გვჭირს, იმის გამო გვჭირს, რომ ჩვენს ღმერთს შევცოდეთ და ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს არნახული უბედურება. 19მაგრამ ნუ გგონია, რომ დაუსჯელი დარჩები, რაკიღა გაბედე წინ აღდგომოდი ღმერთს.“
20ხოლო მათი დედა, ყველაზე საოცარი და ნეტარხსენებული ქალი, რომელმაც თავისი თვალით იხილა, როგორ დაეღუპა ერთ დღეს შვიდი შვილი, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ საშინელებას. 21თითოეულ მათგანს მშობლიურ ენაზე ამხნევებდა, კაცური სულით განამტკიცებდა ქალურ განსჯას და ეუბნებოდა: 22„არ ვიცი, როგორ ჩაისახეთ ჩემს საშოში, მე როდი მოგეცით სუნთქვის უნარი და სიცოცხლე, ჩემი წყალობით როდი შეითხზა თქვენი სხეული. 23ასე რომ, სამყაროს შემოქმედი, რომელმაც დასაბამი დაუდო ადამიანს და ყოვლის საწყისს, კვლავ მოწყალებით მოგმადლებთ სუნთქვას და სიცოცხლეს, რადგანაც ახლა მისი რჯულისათვის გაწირეთ თავი.“
24ანტიოქოსს კი ეგონა, ვეზიზღებითო, და ეს სიტყვებიც თავის გმობად მიიჩნია, ამიტომ ცოცხლად დარჩენილ უმცროს ძმას არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, თუკი განუდგებოდა მამა-პაპის რჯულს, დაიმეგობრებდა და წყალობას არ მოაკლებდა. 25მაგრამ როცა ჭაბუკმა არაფრად ჩააგდო მისი სიტყვები, მეფემ დედა მოიხმო და უთხრა, ურჩიე შენს შვილს, თავს გაუფრთხილდესო. 26ბევრი რჩევის შემდეგ ქალი დათანხმდა, როგორმე დაეყოლიებინა შვილი, 27მისკენ გადაიხარა და მტარვალის დასაცინად თავის მშობლიურ ენაზე უთხრა: „შვილო, შეიბრალე დედაშენი, ცხრა თვე მუცლით რომ გატარებდა, სამი წელი ძუძუს გაწოვებდა და ამ ხნის მოგყარა. 28გემუდარები, საყვარელო, შეხედე ცასა და მიწას, დაუკვირდი ყოველივე ციურსა და მიწიერს, იცოდე, რომ ყოველივე ეს არაფრისაგან შექმნა ღმერთმა და კაცთა მოდგმაც ამდაგვარადვეა შექმნილი. 29ნუ შეუკრთები ამ კაცისმკვლელს, ღირსი იყავი შენი ძმებისა და მათსავით წარბშეუხრელად შეეგებე სიკვდილს, რათა ღვთის მადლით კვლავ შეგიძინო შენს ძმებთან ერთად.“
30სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ჭაბუკმა თქვა: „რაღას უყურებთ? მეფის ბრძანებას კი არ ვუსმენ, არამედ რჯულს ვემორჩილები, მოსეს მიერ რომ გადმოეცა ჩვენს წინაპრებს. 31შენ კი, ებრაელთა მტარვალო, სად წაუხვალ ღვთის ხელს? 32ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცოდვების გამო ვევნებით. 33თუ ჩვენსავ შესაგონებლად და დასასჯელად ცოტა ხნით შემოგვწყრა ცოცხალი უფალი, კვლავ მოწყალებით გადმოხედავს თავის მორჩილთ. 34შენ კი, კაცთა შორის უუწმინდურესო და უბილწესო, ამაოდ ნუ ზეობ და ნურც ფუჭი იმედით იტყუებ თავს, თითქოს შეგეძლოს მამაზეციერის შვილებზე აღმართო ხელი. 35რადგანაც ჯერ კიდევ წინ გელის ყოვლისმძლე და ყოვლისმხილველი ღვთის მსჯავრი. 36ჩემი ძმები ხანმოკლე წამების შემდეგ ღვთის მიერ აღთქმულ წარუვალ სიცოცხლეს ეზიარნენ, შენ კი სამართლიან მსჯავრს მოგაგებს ღმერთი მზვაობისათვის. 37ხოლო მე, ჩემი ძმებივით, სულსა და სხეულს ვწირავ მამა-პაპისეულ რჯულს, რათა უფალმა მალე მოიბრუნოს გული ჩვენს ხალხზე, შენ კი სასტიკი ტანჯვა-წამებით აღიარო, რომ მხოლოდ ის არის ღმერთი. 38დაე, ჩემი და ჩემი ძმების წამებით დასრულდეს ყოვლისმძლის რისხვა, სამართლიანად რომ დაატყდა თავს ჩვენს მოდგმას.“
39მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული. 40მანაც ასევე წმიდად დაასრულა სიცოცხლე მთელი არსებით ღმერთს მინდობილმა.
41შვილების შემდეგ კი დედაც აღესრულა.
42საკმარისია რაც ითქვა საკერპო მსხვერპლსა და საზარელ წამებაზე.
Currently Selected:
2 Maccabees 7: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: