2 John 1
1
1უხუცესი – რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომელნიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი შეიცნო ჭეშმარიტება, 2ჭეშმარიტებით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და უკუნისამდე იქნება ჩვენთან. 3იყოს თქვენთან მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და მისი ძის, უფალი იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.
4ძალიან გავიხარე, რომ ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებაში მავალნი, როგორც მამისაგან მივიღეთ მცნება. 5ახლა კი გთხოვ, ქალბატონო, და გწერ არა როგორც ახალ მცნებას, არამედ იმას, რაც გვაქვს დასაბამიდან: რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. #იო 13:34; 15:12,17. 6სიყვარული კი ის არის, რომ დავდიოდეთ მის მცნებათა მიხედვით. ეს ის მცნებაა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან: რომ სიყვარულში იაროთ.
7რადგან ქვეყნიერებაზე მრავალი მაცდური შემოვიდა, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცდური და ანტიქრისტე. 8თავს გაუფრთხილდით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც ვიღწვოდით, არამედ მიიღოთ სრული საზღაური. 9ყველას, ვინც განზე გადის და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი. ხოლო ქრისტეს მოძღვრებაში მყოფს ჰყავს მამაც და ძეც. 10თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას. 11რადგან ვინც მას ესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარე ხდება.
12ბევრი მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არ მსურს ქაღალდითა და მელნით, არამედ ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული. 13მოგიკითხავენ შენი რჩეული დისწულები. ამინ.
Currently Selected:
2 John 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: