YouVersion Logo
Search Icon

2 Corinthians 9

9
1წმიდათა მსახურებაზე ზედმეტია რომ მოგწეროთ, 2რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ. 3ხოლო ძმები გამოვგზავნე, რომ ფუჭი არ აღმოჩნდეს ჩვენი ქადილი თქვენით ამ საქმეში და მზად იყოთ, 4რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ ჩვენ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, ასე დაჯერებულნი რომ ვართ თქვენში. 5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც გამოძალვა.
6და კიდევ: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც მადლიანად თესავს, მადლიანად მოიმკის. 7თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.“ 8ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში ყოველთვის ყველაფერი საჭიროს მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისათვის. 9როგორც წერია: „განაბნია, მისცა ღატაკთ; სიმართლე მისი მარადიულია.“ #ფს 111:9. 10ხოლო მთესველისთვის თესლის მიმცემი და პურისა – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს: #ესა 55:10. 11და ყველაფერში მდიდრები იქნებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღმერთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. 12რადგან ამ წმიდა საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ხელმოკლეობას, არამედ ამრავლებს კიდეც ღმერთისადმი მრავალთა მადლიერებას. 13ამ სამსახურში გამოცდის შედეგად განადიდებენ ისინი ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის და აგრეთვე მათთან და ყველასთან გულწრფელი თანაზიარებისათვის. 14ისინი ილოცებენ თქვენთვის და შემოგნატრებენ ღმერთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის. 15მადლი ღმერთს მისი გამოუთქმელად დიდი ძღვენისათვის.

Currently Selected:

2 Corinthians 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in