YouVersion Logo
Search Icon

2 Corinthians 6

6
1როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რათა ფუჭი არ აღმოჩნდეს თქვენთვის ღმერთის მადლის მიღება. 2რადგან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე! #ესა 49:8. 3ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების რაიმე საბაბს, რათა ჩვენი მსახურება არ შეიბღალოს, 4არამედ ყველაფერში წარვადგენთ თავს, როგორც ღვთისმსახურნი: დიდი მოთმინებით, მწუხარებაში, გაჭირვებაში, შევიწროებაში, 5დარტყმებში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში, #საქ 16:23. 6სიწმიდეში, ცოდნაში, დიდსულოვნებაში, სიკეთეში, წმიდა სულში და უანგარო სიყვარულში, 7ჭეშმარიტების სიტყვაში, ღმერთის ძალაში, სიმართლის საჭურველით მარჯვენასა და მარცხენაში, 8დიდებისა და შერცხვენისას, გმობისა და ქებისას, როგორც შემცდარნი, მაგრამ ჭეშმარიტნი, 9როგორც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი, როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხალნი! დასჯილნი, მაგრამ ვერ მოკლულნი; 10როგორც მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; როგორც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი, როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.
11ჩვენი ბაგე გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, ჩვენი გული გახსნილია თქვენთვის; 12თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენშია სივიწროვე. 13ხოლო ამის სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: ფართოდ გაიხსენით თქვენც.
14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა აქვს საერთო სამართლიანობას ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? 15რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? 16რა აქვს საერთო ღმერთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი? #1კო 3:16; 6:19; ლევ 26:12; ეზკ 37:27. 17ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით“ – ამბობს უფალი. „უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე შეგიწყნარებთ თქვენ. #ესა 52:11. 18ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი, ყოვლისმპყრობელი.“ #2მფ 7:14; 1ნშ 17:13; ესა 43:6; იერ 31:9.

Currently Selected:

2 Corinthians 6: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in