1 Timothy 6
6
1მონობის უღელქვეშ მყოფებმა ყოველგვარი პატივი მიაგონ თავიანთ პატრონებს, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი და მოძღვრება. 2რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რაკი ისინი ძმები არიან. არამედ კიდევ უფრო უკეთესად ემსახურონ, რადგან მორწმუნენი არიან და საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან.
ეს ასწავლე და შეაგონე. 3ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის ქრისტე იესოს საღ სიტყვებს და ღვთისმოსაობის მოძღვრებას, 4ბრმაა, არაფრის მცოდნე, მხოლოდ ცილობისა და სიტყვებით ბრძოლის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშვება შური, ჯიბრი, გმობა და ბოროტი ეჭვი, 5გარყვნილი გონებისა და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთაც ღვთისმოსაობა შემოსავლის წყარო ჰგონიათ. 6დიდად სასარგებლოა ღვთისმოსაობა და მცირედით კმაყოფილება. 7რადგან არაფერი მოგვიტანია ქვეყნად და ვერც ვერაფერს წავიღებთ. 8ამიტომ თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას. 9ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს. 10რადგან ყოველი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი აწვნიეს.
11შენ კი, ღმერთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და თვინიერებას. 12იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე საუკუნო სიცოცხლეს, რომლისთვისაც მოწოდებული ხარ, და აღიარე კეთილი მრწამსი მრავალი მოწმის წინაშე. 13გავალებ ცხოველმყოფელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც პონტოელი პილატეს დროს კეთილი მრწამსი დაამოწმა, #იო 18:37. 14რომ უბიწოდ და შეუბღალავად დაიცვა მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე, 15რომელსაც თავის ჟამს გამოავლენს ნეტარი და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, 16ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს ხილვა. მას პატივი და საუკუნო ძლიერება. ამინ.
17ამ სოფლის მდიდრებს ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, არამედ ცოცხალ ღმერთს, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს მოსახმარად, – 18იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი. 19დაიუნჯონ საუნჯე კეთილი მომავლის საფუძვლად, რათა მოიხვეჭონ ნამდვილი სიცოცხლე.
20ო, ტიმოთე, დაიმარხე შენთვის მონდობილი, განერიდე უკეთურ ლაყბობას და ცილობებს ცრუ ცოდნისა, 21ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ.
მადლი თქვენთან.
Currently Selected:
1 Timothy 6: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: