1 Peter 4
4
1ამრიგად, რადგან ქრისტემ ხორციელად იტვირთა ტანჯვა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით – რომ ვინც ხორციელად დაიტანჯება, ის წყვეტს კავშირს შეცოდებასთან, – 2რათა ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით. 3რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში. 4ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად აღარ მისდევთ ამ უზომო თავაშვებულობას და გგმობენ. 5ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხად. 6რადგან იმიტომ ეხარათ მკვდრებსაც, რომ ხორცში განკითხულებს ადამიანთა მსჯავრის თანახმად, სულში სიცოცხლე ჰქონდეთ ღმერთის განსჯის შესაბამისად.
7ხოლო ყველაფრის აღსასრული მოახლოებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი სალოცავად. 8უპირველეს ყოვლისა, გქონდეთ მტკიცე სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან სიყვარული ფარავს მრავალ ცოდვას. #იგვ 10:12. 9იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე. 10ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რაც მიგიღიათ, როგორც ღმერთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები. 11ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12საყვარელნო, ნუ გაგიკვირდებათ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ გემართებოდეთ. 13არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ. 14თუ იგმობით ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღმერთისა ივანებს თქვენზე. 15ოღონდ ნურცერთი თქვენგანი ნუ დაიტანჯება, როგორც მკვლელი ან ქურდი, ბოროტმოქმედი ან სხვისაზე თვალის დამჭერი. 16ხოლო თუ იტანჯება როგორც ქრისტესი, ნუ შერცხვება ამისი, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო. 17რადგან მოვიდა დრო, რომ ღმერთის სახლიდან დაიწყოს გასამართლება; და თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღმერთის სახარების ურჩებს? 18თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა იქნება? #იგვ 11:31. 19ამიტომ ღმერთის ნებისამებრ ტანჯულებმა მიანდონ თავიანთი სიცოცხლე სარწმუნო შემოქმედს იმით, რომ აკეთონ სიკეთე.
Currently Selected:
1 Peter 4: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013