1 Esdras (Greek) 1
1
1მოუმზადა იოშიამ იერუსალიმში პასექი თავის უფალს და დაკლა სამსხვერპლო ტარიგი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. 2და რიგის მიხედვით განაწესა მღვდლები უფლის ტაძარში. 3და უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: „განიწმიდენით უფლისათვის, რათა დაასვენოთ უფლის წმიდა კიდობანი ტაძარში, რომელიც ააგო მეფე სოლომონმა, დავითის ძემ, მაგრამ მხრებზე არ შეიდგათ იგი. 4ახლა კი ადიდეთ უფალი, ღმერთი თქვენი, და ემსახურეთ მის ხალხს – ისრაელს; განლაგდით თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, ისრაელის მეფის – დავითის და მისი დიდებული ძის – სოლომონის განაწესისამებრ. 5როცა ტაძარში ლევიანთა თქვენეული გვარ-ტომობის რიგით დადგებით თქვენი ძმების, ისრაელის ძეთა, წინაშე, 6დაკალით საპასექო ტარიგი, გაამზადეთ მსხვერპლი თქვენი ძმებისთვის და აღასრულეთ პასექი უფლის მცნებისამებრ, რომელიც მიეცა მოსეს.“
7უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს 30 ათასი კრავი და თიკანი, 3 ათასი კურატი; ყოველივე ეს სამეფო ფარიდან აღთქმისამებრ მიეცა ხალხს, მღვდლებსა და ლევიანებსაც. 8ტაძრის წინამძღვრებმა – ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა საპასექოდ მისცეს მღვდლებს 2600 ცხვარი და 300 კურატი. 9ათასისთავებმა – იექონიამ, შემაიამ და მისმა ძმამ ნეთანელმა, ხაშაბიამ, ოხიელმა და იორამმა საპასექოდ მისცეს 5 ათასი ცხვარი და 700 კურატი.
10ყოველივე ამის აღსრულებისას ღირსებისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები, თავ-თავიანთი გვარ-ტომობისა და რიგის მიხედვით, 11და ხელთ ეპყრათ ხმიადები ხალხის წინაშე, 12რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, როგორც მოსეს წიგნითაა დაწესებული. და იყო ცისკრის ჟამი. 13საპასექო ტარიგი, როგორც ჯერ არს, ცეცხლზე შეწვეს, მსხვერპლები კი ბრინჯაოს ქვაბებსა და კარდალებში მოხარშეს და კარგად შეკაზმული ჩამოურიგეს მთელ ხალხს.
14შემდეგ კი თავისთვის და მღვდლების, თავიანთი ძმების, აარონის ძეთათვისაც გაამზადეს, რადგანაც მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები; ამიტომაც ამზადებდნენ ლევიანები როგორც თავისთვის, ისე მღვდლების, თავიანთი ძმების, აარონის ძეთათვისაც. 15წმიდა მგალობელნი – ასაფის ძენი კი თავიანთ ადგილას იდგნენ, დავითის მიერ დადგენილი წესისამებრ; აგრეთვე ასაფი, ზაქარია და ედინუსი, რომელნიც მეფისაგან იყვნენ. ხოლო თვითეულ კართან მდგარ მეკარეებს თავიანთი რიგის მიტოვების ნება არ ჰქონდათ, რადგანაც მათი ძმები – ლევიანები – ამზადებდნენ მათთვის. 16და იქმნა იმ დღეს ყველაფერი, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი პასექის აღსრულებისას, და მსხვერპლშეწირვას უფლის საკურთხეველზე, იოშია მეფის ბრძანებით.
17შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმჟამად იქ მყოფი ისრაელის ძენი პასექსა და უფუარობის დღესასწაულს. 18არ გადახდილა ამნაირი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან; 19არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმხანად ცხოვრობდა იერუსალიმში.
20იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი. 21და ღვთისმოსაობით სავსე გულის წყალობით, წრფელად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე. 22მისივე მეფობისას აღიწერა უწინდელ დროში ღვთის მიმართ შემცოდეთა და უკეთურთა საქმენი, რომელთა მსგავსნიც არ ახსოვს არცერთ სამეფოსა თუ ხალხს; მიტომაც აღიძრა ისრაელის წინააღმდეგ სიტყვა უფლისა.
23მას შემდეგ, რაც იოშიამ აღასრულა ყველა ეს საქმე, ეგვიპტის მეფე, ფარაონი, ევფრატისპირა ქარქემიშის წინააღმდეგ საომრად დაიძრა, და გამოვიდა იოშია მის დასახვედრად. 24გაუგზავნა ეგვიპტის მეფემ მოციქულები და შეუთვალა: „რას ვერჩით ერთმანეთს, იუდაელთა მეფევ? 25შენ წინააღმდეგ როდი წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, ევფრატის პირას მივალ საომრად; აწ ჩემთან არის უფალი და სწორედ ის მაქეზებს მე; ჩამომეცალე, ნუ ეურჩები უფალს!“ 26მაგრამ იოშია უკან არ დაბრუნდა თავის ეტლში, არამედ გადაწყვიტა შებმოდა მას; ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები, წარმოთქმული უფლის ბაგეთაგან. 27მეგიდოს ველზე გამოვიდა მასთან საომრად და გამოეგებნენ სარდლები იოშია მეფეს. 28და უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გამიყვანეთ ბრძოლის ველიდან, რადგანაც არაქათი აღარა მაქვს. და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.“ 29თავის მეორე ეტლზე ავიდა, იერუსალიმს დაბრუნებისთანავე დალია სული და დამარხულ იქნა მამა-პაპათა სამარხში.
30მთელმა იუდამ დაიტირა იოშია, მის გამო გოდებდა იერემია წინასწარმეტყველი, მთავრები და მათი ცოლები გლოვობდნენ მას და ეს დღე სამუდამო გლოვის დღედ დაუწესდა ისრაელის მთელ მოდგმას. 31ყოველივე ეს აღწერილია იუდას მეფეთა მატიანეში; იუდას საქმენი, მისი დიდება და უფლის რჯულის მისეული წვდომა, მისი უწინდელი თუ აწინდელი ღვაწლი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია გადმოცემული.
32აიყვანა ხალხმა იექონია, იოშიას ძე, და მეფედ დასვა მამამისის იოშიას ნაცვლად; მაშინ 23 წლის იყო იგი. 33სამი თვე იმეფა იუდასა და იერუსალიმში და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმს.
34და შეაწერა ხალხს 100 ტალანტი ოქრო და ერთი ტალანტი ვერცხლი. 35ხოლო ეგვიპტის მეფემ იექონიას ძმა – იოაკიმი დასვა იუდასა და იერუსალიმის მეფედ. 36შეკოჭა იოაკიმმა დიდებულნი, თავისი ძმა ძარიუსი კი შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტიდან. 3725 წლისა იყო იოაკიმი, როცა იუდასა და იერუსალიმში გამეფდა, და უკეთურად იქცეოდა უფლის წინაშე. 38აღიძრა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბოლონის მეფე, ბრინჯაოს ბორკილი დაადო და ბაბილონს წაიყვანა.
39გამოიტანა ნაბუქოდონოსორმა უფლის წმიდა ჭურჭლის ნაწილი, ბაბილონში წაიღო და თავის საკერპოში მიუჩინა ბინა. 40იეჰოიაქიმის საქმენი, მისი უწმიდურებისა და ურჯულოების ამბავი მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი. 41მის ნაცვლად გამეფდა იოაკიმი, მისივე ძე; 18 წლისა იყო, როდესაც მეფედ დასვეს. 42სამი თვე და ათი დღე იმეფა იერუსალიმში და უკეთურად იქცეოდა უფლის წინაშე.
43ერთი წლის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში წააყვანინა იგი უფლის წმიდა ჭურჭლითურთ. 44მის ნაცვლად კი ცედეკია დასვა იუდასა და იერუსალიმის მეფედ; მაშინ ის 21 წლისა იყო და 11 წელი იმეფა. 45უკეთურად იქცეოდა უფლის წინაშე და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს, უფლის ბაგეთაგან წარმოთქმულთ. 46მეფე ნაბუქოდონოსორს ღვთის სახელით შეჰფიცა ერთგულება, მაგრამ დაარღვია ფიცი და განუდგა, გაქედმაღლდა, გაგულფიცხდა და ისრაელის უფალი ღმერთის რჯული შელახა. 47ერის წინამძღოლნიცა და მღვდლებიც ძალზე უღვთოდ და ურჯულოდ იქცეოდნენ, ასე რომ, თვით წარმართთაც კი აღემატნენ უწმიდურებით, და შებღალეს უფლის წმიდა ტაძარი იერუსალიმში. 48მოუვლენდა მათ ღმერთი თავის მაცნეებს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათაც და თავის სავანესაც. 49მაგრამ ისინი მასხარად იგდებდნენ მის მაცნეებს და სწორედ იმ დღეს, როცა უფალი ლაპარაკობდა, დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველთ, ვიდრე თავისი ხალხის მკრეხელობით განრისხებულმა ქალდეველთა მეფენი არ აღძრა მის წინააღმდეგ, 50რომელთაც მუსრი გაავლეს მის ჭაბუკებს მისივე წმიდა ტაძრის ირგვლივ, არც ქალი დაინდეს და არც ვაჟი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ღმერთმა ყველა ხელში ჩაუგდო მათ. 51უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდიც და მცირეც, უფლის კიდობნის ჭურჭელი და სამეფო საგანძური მიიტაცეს და ბაბილონის გზას გაუყენეს. 52გადაწვეს უფლის სახლი, დააქციეს იერუსალიმის გალავანი და მისი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს. 53იავარ-იქმნა მთელი მისი დიდება; ვინც მახვილს გადაურჩა, ბაბილონს წაასხეს. 54და დაემონნენ მას და მის შვილებს სპარსელთა გაბატონებამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვები, იერემიას პირით თქმული: 55„ვიდრე დედამიწა არ იდღესასწაულებს თავის შაბათებს მისი გაუდაბურების მთელი ხნისა, 70 წლის მანძილზე, ის იშაბათებს.“
Currently Selected:
1 Esdras (Greek) 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: