1 Corinthians 5
5
1საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად. #რჯ 22:30. 2და თქვენ კიდევ ამპარტავნობთ, იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ და მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
3მე, თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, მაგრამ სულით თქვენთან მყოფმა, უკვე დავდე მსჯავრი მას, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა: 4ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით, 5გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს.
6არ შეგფერით სიქადული. განა არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს? #გლტ 5:9. 7განწმიდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ. რადგან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა. #გამ 12:5. 8ამიტომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი ხმიადით. #გამ 13:7; რჯ 16:3.
9წერილში გწერდით, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა უზნეო ხალხთან. 10არა მარტო ამა ქვეყნის გარყვნილებთან ან ხარბებთან, მტაცებლებთან ან კერპთაყვანისმცემლებთან, რადგან მაშინ თქვენ უნდა განშორებოდით ქვეყნიერებას. 11არამედ გწერდით, რომ არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ უზნეოა, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. არც კი ჭამოთ ასეთთან ერთად. 12რადგან რატომ უნდა განვიკითხო მე გარეშეები? განა თქვენ შინაურები არ უნდა განიკითხოთ? 13გარეშეებს ღმერთი განიკითხავს: „განიშორეთ ბოროტი თქვენგან.“ #რჯ 13:5; 17:7.
Currently Selected:
1 Corinthians 5: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013

: