YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 2

2
1და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, ღმერთის მოწმობის საუწყებლად არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, 2რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა. 3და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და დიდ ძრწოლაში. #საქ 18:9. 4და ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით. 5რათა თქვენი რწმენა დამყარებულიყო არა კაცთა სიბრძნეზე, არამედ ღმერთის ძალაზე.
6ხოლო სიბრძნეს ვაუწყებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამ საუკუნის სიბრძნეს, და არც ამ საუკუნის მთავართა წარმავალ სიბრძნეს, 7არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის, 8რომელიც ამ საუკუნის მთავართაგან ვერავინ შეიცნო, რადგან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. 9მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“ #ესა 64:4. 10ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც. 11რადგან, ადამიანთაგან ვინ იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღმერთისა არავინ არაფერი იცის, არამედ მხოლოდ თვით ღმერთის სულმა. 12ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა შევიცნოთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული. 13და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ.
14ხოლო მიწიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არც ძალუძს მისი შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. 15ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისგან გამოიძიება. 16„რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ ურჩიოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს. #ესა 40:13.

Currently Selected:

1 Corinthians 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in