YouVersion Logo
Search Icon

1 Corinthians 16

16
1რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. #რომ 15:25,26. 2კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. 3ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში. 4და თუ იქ ჩემი წასვლაც შესაფერი იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
5ხოლო მე მოვალ თქვენთან, როდესაც მაკედონიაზე გავივლი, რადგან მაკედონიაზე უნდა გავიარო. #საქ 19:21. 6თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ, 7რადგან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ იმედი მაქვს რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს. 8ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდაათობამდე, #ლევ 23:15-21; რჯ 16:9-11.#საქ 19:8-10. 9რადგან გაიღო ჩემთვის ღვაწლის დიდი კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
10და თუ ტიმოთე მოვა თქვენთან, ეცადეთ, რომ უსაფრთხოდ იყოს, რადგან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. #1კო 4:17. 11ამიტომ არავინ შეურაცხყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, რადგან ველოდები მას ძმებთან ერთად.
12რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს.
13იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით! 14ყველაფერი თქვენი სიყვარულით იყოს.
15ხოლო შეგაგონებთ, ძმებო: თქვენ იცით, რომ სტეფანასის ოჯახი აქაიის პირველი ნაყოფია და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას. #1კო 1:16. 16თქვენც პატივი მიაგეთ მათ და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა! 17და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, რადგან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა, 18და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები!
19მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. #საქ 18:2. 20მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით. 22ვისაც არ უყვარს უფალი, ანათემა მას! მარანათა – მოდი უფალო! 23ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან, 24და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში!

Currently Selected:

1 Corinthians 16: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in