1 Corinthians 1
1
1პავლე, ღმერთის ნებით მოწოდებული მოციქული იესო ქრისტესი და ძმა სოსთენე,
2ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს მოუხმობს ყოველ ადგილას – მათთან და ჩვენთან. #საქ 18:1.
3მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის, იესო ქრისტესაგან.
4მარადის ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენთვის, ღმერთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, 5რადგან გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით, 6რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში, 7და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში, 8რომელიც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს დღეს. 9სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
10ხოლო მე შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველამ ილაპარაკოთ ერთსულოვნად და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით. 11რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმებო, ქლოეს ახლობელთაგან, რომ დავაა თქვენს შორის. 12მე ვგულისხმობ, რომ თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. #საქ 18:24. 13განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ? 14მადლი ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოსისა, #საქ 18:8; 19:29; რომ 16:23. 15რათა არავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლა. 16მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე, #1კო 16:15. 17რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლავად, არამედ სახარებლად – არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18რადგან სიტყვა ჯვრის შესახებ უგუნურებაა მათთვის, ვინც იღუპება, ხოლო ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით, ღმერთის ძალაა. 19რადგან წერია: „მოვსპობ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“ #ესა 29:14. 20სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამა სოფლმოის კეთილმოუბარი? განა უგუნურებად არ აქცია ღმერთმა ამა ქვეყნის სიბრძნე? #იობ 12:17; ესა 19:12; 33:18; 44:25. 21რადგან, რაკი ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი მის ღვთაებრივ სიბრძნეში, გადაწყვიტა ღმერთმა ქადაგების უგუნურებით ეხსნა მორწმუნენი. 22რადგან ებრაელნი სასწაულებს ითხოვენ და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ, 23ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: ებრაელთათვის საცდურს და ბერძენთათვის – უგუნურებას. 24მოწოდებულთათვის კი – ებრაელებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ქრისტეს – ღმერთის ძალას და ღმერთის სიბრძნეს. 25რადგან ღმერთის უგნურება ადამიანებზე უბრძენესია და ღმერთის უძლურება – ადამიანებზე უძლიერესი.
26შეხედეთ, ძმებო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული. 27არამედ ქვეყნიერების უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და ქვეყნიერების უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი. 28ქვეყნიერების მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარად შერაცხილნი, რათა გააუქმოს ღირებული, 29რომ არც ერთი ხორციელი არ იქადდეს ღმერთის წინაშე. 30მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთაებრივ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად. 31რათა იყოს, როგორც წერია: „ვინც იქადის, უფლით იქადდეს.“ #იერ 9:24.
Currently Selected:
1 Corinthians 1: სბს
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013