ზაქ. 7
7
უფლისათვის სასურველია მოწყალება
1დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, – ქისლევის – ოთხში.
2გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე,
3და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: „ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევი?“
4იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
5„უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ‘როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?
6როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?
7განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ გამოაცხადა წინანდელ წინასწარმეტყველთა პირით, როცა იერუსალიმი დასახლებული და უზრუნველი იყო, როცა მისი ქალაქები მის გარშემო, სამხრეთი და დაბლობი დასახლებული იყო?’“
8იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ ნათქვამი:
9„ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს.
10ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.’
11მაგრამ მათ არ ისურვეს ყურისგდება, წამოსწიეს ჯიუტი მხრები და ყურები დაიმძიმეს, რომ არ ესმინათ.
12გული გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, რომლებიც მოავლინა ცაბაოთ უფალმა თავისი სულით, წინანდელ წინასწარმეტყველთა ხელით. ამიტომაც იყო დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
13და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას,“ ამბობს ცაბაოთ უფალი; –
14„გავფანტე ისინი ყველა ხალხს შორის, რომელსაც არ იცნობდნენ, და გატიალდა მიწა მათ შემდეგ; არავინ იყო მიმსვლელ-მომსვლელი და სანუკვარი ქვეყანა უდაბნოდ აქციეს.“
Currently Selected:
ზაქ. 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002