ზაქ. 13
13
ცრუ წინასწარმეტყველთა მხილება
1„იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.
3თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო. და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.
4იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ წინასწარმეტყველთ – თითოეულს თავისი ხილვისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ შავი ბალნის შესამოსელს თვალის ასახვევად.
5იტყვიან: ‘არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი ვარ, რადგან ყმად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.’
6ეტყვიან: ‘ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე?’ მიუგებს: ‘ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.’
7„მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
8მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
9გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’“
Currently Selected:
ზაქ. 13: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002