YouVersion Logo
Search Icon

რომ. 9

9
პავლეს მწუხარება ისრაელიანებზე
1ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2რომ დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა.
3ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმებისთვის, ჩემს ხორციელ თვისტომთათვის,
4რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი.
5მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
აღთქმის შვილები ითვლებიან
ღვთის შვილებად
6მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა, ვინაიდან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
7და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია: „ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი.“
8ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად.
9რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე.“
10არა მხოლოდ, არამედ როცა რებეკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა
11(ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევანის თანახმად მომხდარიყო)
12არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს.“
13როგორც სწერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე.“
ღვთის მადლით არიან მოწოდებულნი, იუდეველიც და წარმართიც
14თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც!
15რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ.“
16ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ ქვეყანაზე.“
18ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინც სურს, მას გააჯიუტებს.
19შენ მეტყვი: „აბა, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“
20ვინ ხარ შენ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე?
21ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდბლად,
24ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა-ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა-საყვარელს – საყვარლად.
26და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ: ‘არა-ჩემი ერი ხართ თქვენ,’ – იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი.“
27ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნაწილი გადარჩება.“
28რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი ქვეყანაზე.
29და როგორც თქვა ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით.“
რწმენითა და საქმეებით
30მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე, სიმართლე რწმენისაგან.
31ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს.
32რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში. შებრკოლდნენ შებრკოლების ქვაზე,
33როგორც სწერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ქვას და წატყუების კლდეს და, ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება.“

Currently Selected:

რომ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy