რომ. 16
16
ფებეს შექება და მოკითხვები
1აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
2რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
3მოიკითხეთ პრისკა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
4რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც,
5და მათი საშინაო ეკლესიაც. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
6მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
7მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.
8მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი, უფალში.
9მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.
10მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურები.
11მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურები, უფალში მყოფნი.
12მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
13მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი.
14მოიკითხეთ ასვინკრიტოსი, ფლეგონი, ჰერმესი, პატრობასი, ჰერმასი და მათთან მყოფი ძმები.
15მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი, და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
16მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
გაფრთხილება განხეთქილების წინააღმდეგ
17შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ნასწავლი გაქვთ, და შეაქციეთ მათ ზურგი.
18ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
19რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენები იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი – ბოროტისათვის.
20ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ.
მოკითხვა პავლეს თანაშემწეებიდან
და კურთხევა
21მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
22მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
23მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის მეგანძური ერასტოსი და ძმა კვარტოსი.
24ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.
Currently Selected:
რომ. 16: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: