YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 8

8
1გუნდის ლოტბარს. გათითის ხმაზე. ფსალმუნი დავითისა.
2უფალო, ჩვენო მბრძანებელო! ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
3ჩვილთა და ძუძმწოვართა ბაგეებიდან დაამტკიცე ციხე-ბურჯი შენი მტრების წინააღმდეგ, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.
4როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე:
5რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?
6ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად.
7გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე.
8ყველა პირუტყვი – წვრილფეხა და მსხვილფეხა და ასევე – ნადირი ველისა;
9ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და ყოველივე, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.
10უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელს ქვეყანაზე.

Currently Selected:

ფსალმ. 8: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in