YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 12

12
1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა.
2როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები მიქცეული ჩემგან?
3როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
4მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
6ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი ხელით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.

Currently Selected:

ფსალმ. 12: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in