YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 112

112
1ალელუია! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
2იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
3მზის აღსავლიდან დასავალამდე იდიდოს სახელმა უფლისა.
4მაღალია ყველა წარმართებზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
5ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი,
6რომელიც დაბლა იყურება – ცასა და მიწაზე?
7რომელიც წამოაყენებს მიწიდან საწყალს, სკორედან აღამაღლებს ღატაკს,
8რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ერის დიდებულებთან;
9რომელიც ბერწს დაამკვიდრებს სახლში, რათა იყოს შვილებით ბედნიერი დედა. ალელუია!

Currently Selected:

ფსალმ. 112: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in