YouVersion Logo
Search Icon

151-ე ფსალმუნი 1

1
1უმცროსი ვიყავ ჩემს ძმებს შორის და უმრწემესი მამაჩემის სახლში. ვმწყემსავდი მამაჩემის ცხვარს.
2ჩემი ხელით გამოვთალე სალამური, ჩემი თითებით ვაწყობდი ქნარს.
3ვინ აუწყებდა ამას ჩემს უფალს? თვითონ მისმინა უფალმა, თვითონ.
4თვითონვე მომივლინა თავისი მაცნე, განმაშორა მამაჩემის ცხვარს და თავისი ცხების ზეთი მცხო.
5მშვენიერნი იყვნენ ჩემი ძმები და ახოვანნი, მაგრამ უფალმა არც ერთი არ აირჩია მათგან.
6მე გამოვედი უხცო ტომის კაცთან საომრად და თავისი კერპებით დამწყევლა მან.
7მაგრამ მე ამოვართვი მახვილი, თავი წავკვეთე და სირცხვილისაგან ვიხსენი ისრაელის ძენი.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in