ლევ. 7
7
დანაშაულის მსხვერპლის რჯული
1„‘და ესაა რჯული დანაშაულისა: წმიდათა წმიდაა იგი.
2იმ ადგილზე, სადაც დაწვავენ სრულადდასაწველს, დაიკლას დანაშაულის მსხვერპლიც, და მისი სისხლი მოეპკუროს სამსხვერპლოს ირგვლივ.
3და მთელი მისი ქონი შესწიროს: დუმა და ქო-ნი, რომელიც ფარავს შიგნეულს,
4და ორივე თირკმელი და ქონი, რომელიც მათზეა, რომელიც ბარძაყთა კუნთებზეა, და აპკი ღვიძლზე, თირკმელითურთ მოჰკვეთოს იგი.
5და დააკმიოს ისინი მღვდელმა სამსხვერპლოზე საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის. იგი დანაშაულის მსხვერპლია.
6ყოველი მამროვანი მღვდელთაგან ჭამდეს მას. წმიდა ადგილზე იჭამოს. წმიდათა წმიდაა ის.
7„‘როგორც ცოდვის მსხვერპლს, ისე დანაშაულის მსხვერპლს ერთი რჯული აქვს. იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც მისით განწმენდს.
8და თუ მღვდელი სწირავს ამა თუ იმ კაცის სრულადდასაწველს, მაშინ ტყავი სრულადდასაწველისა, რომელიც მან შესწირა, მღვდელს ეკუთვნის.
9და ყოველი ძღვენი პურეულისა, რომელიც გამომცხვარია თონეში, და ყველაფერი, რაც დამზადებულია ქოთანში ან ტაფაზე, მღვდელს, რომელიც სწირავს, მას ეკუთვნის.
10და ყოველი ძღვენი პურეულისა, ზეთში არეული და მშრალი, ეკუთვნის აარონის ყველა ძეს, როგორც ერთს, ასევე მეორესაც.
სამშვიდობო მსხვერპლი
11„‘და ესაა რჯული სამშვიდობო მსხვერპლისა, რომელსაც სწირავენ უფალს:
12„‘თუ ვინმე სამადლობელოს სწირავს მას, სამადლობელოს შეწირვისას შესწიროს უფუარი პურები, ზეთში შეზელილი, და უფუარი ნამცხვრები ცხებულნი ზეთში, და წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები, ზეთში მოზელილი.
13გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი მადლობის სამშვიდობო მსხვერპლთან ერთად.
14და შესწიროს მისგან თითო-თითოდ ყოველი მსხვერპლისგან აღსამართავის შესაწირავი უფალს. ეს ეკუთვნის მღვდელს, რომელიც აპკურებს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლს.
15და ხორცი სამადლობელო და სამშვიდობო მსხვერპლისა იჭამოს მისი შეწირვის დღეს. არ დარჩეს არაფერი მისგან დილამდე.
16„‘და თუ აღთქმით ან ნებითაა შეწირული მისი მსხვერპლი, მაშინ მისი შეწირვის დღეს იჭამოს ის, ხოლო მეორე დღეს მისი ნარჩენიც შეიძლება იჭამოს.
17დარჩენილი მსხვერპლის ხორცი მესამე დღეს ცეცხლში დაიწვას.
18და თუ მესამე დღეს შეიჭმება ხორცი სამშვიდობო მსხვერპლისა, ის არ იქნება კეთილსასურველი, მის შემწირველს არ ჩაეთვლება იგი. საძაგლობაა იგი და ვინც შეჭამს მისგან, ცოდვას დაიდებს.
19„‘და ხორცი, რომელიც შეეხება რაიმე უწმიდურს, არ უნდა იჭამოს, ცეცხლში დაიწვას. ყოველმა სუფთამ შეიძლება ჭამოს წმიდა ხორცი.
20ხოლო ვინც წაბილწულია და ჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორცს, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან.
21და ვინც შეეხება ყოველ უწმიდურს, ადამიანურ სიბილწეს ან უწმიდურ პირუტყვს, ან ყოველ უწმიდურ ქვემძრომს, და შეჭამს უფლის სამშვიდობო მსხვერპლის ხორციდან, მოისპობა იგი თავისი ხალხიდან.’“
აკრძალვა ქონისა და სისხლის შესახებ
22და უთხრა უფალმა მოსეს:
23„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘არავითარი ქონი ხარისა, ცხვრისა და თხისა არ ჭამოთ.
24ქონი ლეშისა და ქონი ნამხეცავისა გამოყენებულ იქნას ყოველ საქმეში. ჭამით კი არ ჭამოთ იგი.
25რადგან ყოველი მჭამელი ქონისა პირუტყვისაგან, რომელიც შეიწირება საცეცხლო შესაწირავად უფლისათვის, მოისპობა თავის ხალხიდან.
26და არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომში: არც ფრინველთა და არც პირუტყვთა.
27ყველა, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოისპობა თავის ხალხიდან.’“
საბოლოო ბრძანებანი
28და უთხრა უფალმა მოსეს:
29„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘უფლისადმი შემწირველმა თავისი სამშვიდობო მსხვერპლისა, უნდა მიართვას თავისი შესაწირავი უფალს თავისი სამშვიდობო მსხვერპლიდან.
30თავისი ხელით მიართვას საცეცხლო შესაწირავი უფალს: ქონი მკერდითურთ მიართვას, რათა შერხევით შეარხიოს მკერდი უფლის წინაშე.
31და დააკმევს მღვდელი ქონს სამსხვერპლოზე და იყოს მკერდი აარონისა და მის ძეთათვის.
32მარჯვენა კანჭი მიეცით მღვდელს, როგორც აღსამართავი შესაწირავი თქვენი სამშვიდობო მსხვერპლიდან.
33ვინც აარონის ძეთაგან შესწირავს სამშვიდობო მსხვერპლის სისხლსა და ქონს, მისი ულუფა იქნება მარჯვენა კანჭი.
34რადგან მკერდი შერხევისა და კანჭი შესაწირავისა ავიღე მე ისრაელის ძეთაგან მათ სამშვიდობო მსხვერპლთაგან, და მივეცი ისინი აარონ მღვდელს და მის ძეთ, საუკუნო წესად ისრაელის ძეთათვის.’“
35ესაა ნაწილი აარონისა და ნაწილი მის ძეთა უფლის საცეცხლო შესაწირავთაგან იმ დღიდან, როდესაც მიუყვანა ისინი უფალს მღვდლობისათვის.
36რომელიც ბრძანა უფალმა, რომ მიეცათ მათთვის მათი ცხების დღეს ისრაელის ძეთაგან. ესაა საუკუნო წესი მათი თაობებისათვის.
37ესაა რჯული სრულადდასაწველისა, პურეულის მსხვერპლისა, ცოდვის მსხვერპლისა, დანაშაულის მსხვერპლისა, ავსებისა და სამშვიდობო მსხვერპლისა,
38რომელიც უბრძანა უფალმა მოსეს სინაის მთაზე იმ დღეს, როცა უბრძანა ისრაელის ძეთ თავიანთ მსხვერპლთა შეწირვა უფლისათვის სინაის უდაბნოში.
Currently Selected:
ლევ. 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: