ლევ. 12
12
კანონი მშობიარის შესახებ
1და უთხრა უფალმა მოსეს:
2„უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ განაყოფიერდეს ქალი და შობოს მამრი, მაშინ ის უწმიდურია შვიდი დღე; როგორც მისი წიდოვანების დღეებში, უწმიდური იქნება იგი.
3და მერვე დღეს წინადაცვითონ [ყრმას] ჩუჩის ხორცი.
4და ოცდაცამეტი დღე იჯდეს [ქალი] თავისი განწმედის სისხლში; არაფერს წმიდას არ შეეხოს და საწმიდარში არ შევიდეს, ვიდრე არ შესრულდება მისი განწმედის დღეები.
5და თუ შობს მდედრს, მაშინ იგი უწმიდურია ორ კვირას, როგორც მისი წიდოვანების დღეებში, და სამოცდაექვსი დღე იჯდეს თავისი განწმედის სისხლში.
6„‘და როცა შესრულდება მისი განწმედის დღეები ძისა ან ასულისათვის, მოიყვანოს კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად და მართვე მტრედისა, ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად საკრებულო კარვის შესასვლელთან, მღვდელთან;
7და შესწიროს იგი უფლის წინაშე, და შეუნდობს მას, და განიწმიდება თავისი სისხლდენიდან. ესაა რჯული მამრისა და მდედრის შობისა.
8და თუ ვერ მიუწვდა ხელი კრავზე, მაშინ აიღოს ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა: ერთი სრულადდასაწველად, ხოლო მეორე ცოდვის მსხვერპლად, და შეუნდობს მას მღვდელი, და გასუფთავდება იგი.’“
Currently Selected:
ლევ. 12: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: