იობ. 21
21
იობის მეექვსე პასუხი
1და მიუგო იობმა და თქვა:
2„სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა ჩემი.
3ჯერ მე მათქმევინეთ და როცა ვიტყვი, მერე დამცინეთ.
4განა ადამიანს ვემდური? როგორ არ ვიქნები სულმოკლე?
5შემომხედეთ და განცვიფრდით, და პირზე აიფარეთ ხელი.
6ამაზე ფიქრიც კი მზარავს, და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
7რატომ არის, რომ ცოცხლობენ ურჯულონი, სიბერეს აღწევენ და ძალით მძლავრობენ?
8მათსავე სიცოცხლეში მათ წინაშე გამყარებულია მათი მოდგმა, და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.
9მათი სახლები დაცულია შიშისგან და არც ღვთის კვერთხია მათზე.
10მისი კურო ამაკებს და არ ააცდენს, მათი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
11ფარასავით უშვებენ თავიანთ ბალღებს, და კუნტრუშობენ მათი პატარები.
12მღერიან დაირაზე და ქნარზე და მხიარულებენ სალამურის ხმაზე.
13კეთილდღეობაში ატარებენ თავიანთ დღეებს, და მშვიდად ჩავლენ შავეთს.
14ღმერთს ეუბნებიან: ‘ჩამოგვშორდი, არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზები.
15რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? და რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?’
16აჰა, მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის! – ურჯულოთა რჩევა შორს არის ჩემგან!
17ხშირად ყოფილა, რომ ჩამქრალა ურჯულოთა სანთელი? რამდენჯერ სწევიათ მათ უბედურება? თავისი რისხვის ჟამს უნაწილებს ღმერთი მათ სატანჯველს?
18იქნებიან ისინი ჩალის წველივით ქარის წინაშე და როგორც ბზე, ქარიშხლისაგან მოტაცებული.
19შენ იტყვი: ‘ღმერთი სატანჯველს უნახავს მის შვილებს.’ – დაე, თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ იწვნიონ!
20იხილონ მისმა თვალებმა თავისი უბედურება და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.
21რადგან რაღა სარგებლობა აქვს თავის სახლში სიკვდილის შემდგომ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?
22ნუთუ ღმერთს ჭკუა ესწავლება, როცა იგი ზენაურთ განიკითხავს?
23ზოგი სრული კეთილდღეობის ჟამს კვდება, სრულიად მშვიდი და უზრუნველი.
24მისი წიაღი სავსეა რძით და მისი ძვლები სავსეა ტვინით.
25ზოგი კი სულგამწარებული კვდება, და არ უნახავს სიკეთის გემო.
26ერთად წვანან მიწაში და ჭიები ფარავენ მათ.
27მე ვიცი თქვენი ფიქრები და მზაკვრობანი, რითაც ძალადობთ ჩემზე,
28რადგან ამბობთ: ‘სად არის დიდებულის სახლი, და სად არის ურჯულოთა კარავ-სავანეები?’
29განა არ შეეკითხეთ გზად ჩამვლელებს, და არ გსმენიათ მათი მოწმობები,
30რომ წარწყმედის დღეს დაზოგილია ბოროტი კაცი, გარიდებულ იქნება რისხვის დღეს?
31ვინ ამხილებს მას პირში მისი გზის გამო, და ვინ მიუზღავს მას ნამოქმედარისთვის?
32სამარემდის მიასვენებენ და დარაჯს მიუჩენენ მის საფლავს.
33ტკბილად მიიღებს ველის გორახებს, მრავალი კაცი გააცილებს მის ცხედარს, და მის წინაც მრავალი წაუძღვება.
34როგორღა მანუგეშებთ მე ამაოებით? თქვენი პასუხები სიცრუედ რჩება!“
Currently Selected:
იობ. 21: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: