YouVersion Logo
Search Icon

ეს. 31

31
იუდას მეორედ გაფრთხილება
1ვაი მათ, ვინც ეგვიპტეს სთხოვს შემწეობას, ცხენებს მიენდვნენ და ეტლებზე ამყარებენ იმედს, რადგან მრავლადაა, და მხედრებზე, რადგან ფრიად ძლიერნი არიან. ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიკითხეს.
2მაგრამ ისიც ბრძენია და მოაწევს უბედურებას და თავის სიტყვებს არ აუქმებს; და აღუდგება ბიწიერთა სახლს და ავისმოქმედთა შემწეობას.
3მაგრამ ეგვიპტელნი ადამიანები არიან და არა ღმერთები, და მათი ცხენები ხორცია და არა სული; უფალი მოიღერებს თავის ხელს და წაბორძიკდება შემწე, და დაეცემა შეწევნილიც, და ყველანი ერთად დაიღუპებიან.
4რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „როგორც ლომი და როგორც ლომის ბოკვერი ბრდღვინავს თავის ნადავლზე, თუნდაც მოუხმონ მის წინააღმდეგ მთელ მწყემსობას, მათი ხმებისაგან არ დაფრთხება და მათი ხმაურის გამო არ შედრკება, ასე ჩამოვა უფალი ცაბაოთი სიონის მთისათვის და მისი ბორცვისათვის საომრად.“
5როგორც ჩიტები დასტრიალებენ ბარტყებს, ისე დაიცავს უფალი ცაბაოთი იერუსალიმს, დაიცავს და უშველის, დაინდობს და გადაარჩენს.
6მიუბრუნდით იმას, ვისაც გაუღრმავეთ განდგომა, ისრაელის ძენო.
7რადგან იმ დღეს მოიძულებს თითოეული თავისი ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თქვენმა ხელებმა რომ გაგიკეთეს ცოდვისათვის.
8დაეცემა აშური მახვილით არა კაცისა, და მახვილი არა ადამიანისა შეჭამს მას. და მახვილს გაექცევა იგი და მისი ჭაბუკები ხარკად იქცევიან.
9„და მისი კლდე შიშისაგან გადაივლის და მისი მთავრები დროშაზე დაფრთხებიან“, ბრძანებს უფალი, ვისი ცეცხლიც სიონშია და ღუმელი – იერუსალიმში.

Currently Selected:

ეს. 31: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy