YouVersion Logo
Search Icon

ეს. 29

29
გაფრთხილება იუდასა და იერუსალიმს
1ვაი, არიელ, არიელ, დავითის სადგომო ქალაქო! მოუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა.
2და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით.
3და დავბანაკდები შენს ირგვლივ, გარს შემოგარტყამ სანგარს და წინ აღგიმართავ გოდლებს.
4დამცირდები, მიწიდან ილაპარაკებ და მტვრიდან ყრუდ გამოვა შენი ნათქვამი, და როგორც ხმა მუცლითმეზღაპრისა, მიწიდან იქნება შენი ხმა და მტვრიდან იჩურჩულებს შენი ნათქვამი.
5მტვერ-ბუქივით იქნება სიმრავლე შენი მტრებისა და ანიავებული ბზესავით – სიმრავლე სასტიკთა; და უცებ მოხდება, წამისყოფაში.
6მოგინახულებს ცაბაოთ უფალი ქარიშხლით, გრიგალითა და შემჭმელი ცეცხლის ალით.
7იქნება სიზმარივით, ღამის მოჩვენებასავით ყველა მის წინააღმდეგ გალაშქრებული, მის სიმაგრეთა წინააღმდეგ, და მისი შემაწუხებელნი,
8იქნება, როგორც მშიერს ესიზმრება – აჰა, ჭამს იგი; გამოიღვიძებს და ცარიელია მისი კუჭი. და როგორც მწყურვალს ესიზმრება – აჰა, სვამს იგი, გამოიღვიძებს და დაქანცულია და სულს სწყურია ისევ; ასე მოუვა ყველა ხალხს, გალაშქრებულს სიონის მთის წინააღმდეგ.
9შეყოვნდით და გაოცდით, მოაჩვენეთ მთვრალნი არიან და არა ღვინისაგან, ირწევიან და არა სასმელისაგან.
10რადგან მოგაღვარათ უფალმა ძილქუშის სული და დახუჭა თქვენი თვალები – წინასწარმეტყველნი, თქვენი წინამძღოლნი – მხილველნი დააბნელა.
11და იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა, როგორც სიტყვები დაბეჭდილი წიგნისა, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს, ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის ამბობს: „არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია.“
12და აძლევენ წიგნს იმას, რომელმაც არ იცის წიგნი, და ეუბნებიან: „წაიკითხე ეს.“ მაგრამ ის პასუხობს: „არ ვიცი წიგნი“.
13და თქვა უფალმა: „იმის გამო, რომ მომიახლოვდა ეს ხალხი თავისი პირით და თავისი ბაგით პატივს მცემს მე, მისი გული კი შორს არის ჩემგან, – მათი მოშიშობა ჩემს წინაშე ადამიანთა ნასწავლ მცნებად იქცა,
14ამიტომ, აჰა, კვლავ გავაოცებ ამ ხალხს გასაოცარი საოცრებებით; და დაიკარგება მის ბრძენთა სიბრძნე, და მის გონიერთა გონება დაიმალება.“
15ვაი მათ, რომელნიც უფლისაგან და ბნელშია მათი საქმენი და ამბობენ: „ვინ გვხედავს ჩვენ?“ და: „ვინ გვიცნობს ჩვენ?“
16ოი, თქვენი უკუღმართობა! განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე, და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?“
17სულ ცოტაც და განა ლიბანი ნაყოფიერ მინდვრად არ იქცევა? და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ ჩაითვლება?
18ყრუები მოისმენენ იმ დღეს წიგნის სიტყვებს და წყვდიადიდან და სიბნელიდან ბრმების თვალები იხილავენ.
19წამებულნი უფრო მეტ სიხარულს ჰპოვებენ უფალში, და ღატაკი ხალხი ისრაელის წმიდაში გაიხარებს.
20რადგან არარად იქცევა დაუნდობელი, და მოისპობა ყველა დამცველი ურჯულოებისა,
21სიტყვით რომ აცთუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მამხილებელს მახეს უგებენ, მართალს უგზოუკვლოდ ახეტიალებენ.
22ამიტომ ასე თქვა უფალმა, იაკობის სახლის ღმერთმა, რომელმაც გამოისყიდა აბრაამი: „ამიერიდან არ იქნება იაკობი შერცხვენილი
23რადგან როდესაც დაინახავს თავის შვილებს, წმიდად ჰყოფენ ჩემს სახელს; და განწმედენ იაკობის წმიდას, და ისრაელის ღმერთის შეეშინდებათ.
24სულით ცთომილნი გონს მოეგებიან და მდრტვინავნი ჭკუას ისწავლიან.“

Currently Selected:

ეს. 29: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy