გამ. 9
9
ღმერთი ეგვიპტელებს სჯის მეხუთედ,
მეექვსედ და მეშვიდედ
1და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
2თუ უარს იტყვი გაშვებაზე და კვლავ დააკავებ მას,
3აჰა, უფლის ხელი იქნება შენს ჯოგზე, რომელიც ველზეა – ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე. გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი.
4და გაარჩევს უფალი ისრაელის ჯოგსა და ეგვიპტის ჯოგს, და არ გაწყდება არაფერი, რაც ისრაელის ძეთ ჰყავთ.“
5დანიშნა უფალმა დრო და თქვა: „ხვალ გააკეთებს უფალი ამას ამ ქვეყანაში.“
6და გააკეთა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს, და ამოწყდა მთელი ჯოგი ეგვიპტისა. და ისრაელის ძეთა ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი.
7და გაგზავნა ფარაონმა შესატყობად და აჰა, ისრაელის ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ხალხი.
8და უთხრა მოსემ უფალს და აარონს: „აიღეთ სავსე პეშვი ჭვარტლი ღუმლიდან და ააფრქვიოს იგი მოსემ ზეცისკენ ფარაონის თვალწინ.
9და იქცევა მტვრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, და გაუჩნდება კაცსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“
10და აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გაუჩნდა გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად კაცსა და პირუტყვს.
11და ვერ შეძლეს გრძნეულებმა დგომა მოსეს წინაშე გამონაყარის გამო, რადგან გამონაყარი იყო გრძნეულებზეც და ყოველ ეგვიპტელზე.
12და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსესთვის.
13და უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიან, და დადექი ფარაონის წინაშე, და უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
14თორემ ამჯერად შევყრი ყველა ჩემს სენს შენს გულს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელს ქვეყანაზე.
15რადგან, ახლა რომ გამეწოდა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წაიშლებოდი ქვეყნიდან.
16მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ აუწყო ჩემი სახელი მთელ ქვეყანას.
17შენ კვლავ ეწინააღმდეგები ჩვენს ხალხს და არ უშვებ მას.
18აჰა, დავცხებ ხვალ ამ დროს ძალზე მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში დღიდან მისი დაფუძნებისა აქამდე.
19ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც დარჩება ველზე და არ შეეფარება სახლს, დაისეტყვება და მოკვდება“.
20ვისაც უფლის სიტყვისა შეეშინდა ფარაონის მსახურთაგან, თავისი მსახურნი და თავისი ჯოგი სახლებში შერეკა.
21ხოლო ვინც არ მიაპყრო გული უფლის სიტყვას, თავისი ჯოგი ველზე დატოვა.
22და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისაკენ და დაისეტყვება ეგვიპტის მთელი ქვეყანა – ადამიანები, პირუტყვი და ველის ყოველი ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში“.
23გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ზეცისაკენ და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა, და წამოვიდა ცეცხლი ქვეყანაზე და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.
24მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძლიერი იყო იგი, მისი მსგავსი არ ყოფილა ეგვიპტელთა მთელ ქვეყანაში, იმ დღიდან, რაც იქ ხალხი დასახლდა.
25და გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე ყველაფერი, რაც მინდვრად იყო ადამიანიდან პირუტყვამდე. და ყოველი ბალახი ველისა გაანადგურა სეტყვამ, და ყოველი ხე ველისა დალეწა.
26მხოლოდ გოშენის ქვეყანაში, სადაც ისრაელის ძენი იყვნენ, არ მოსულა სეტყვა.
27და გაგზავნა ფარაონმა, და მოუხმო მოსეს და აარონს, და უთხრა მათ: „ამჯერად მე შევცოდე. უფალი მართალია, მე და ჩემი ხალხი კი – დამნაშავენი.
28შეევედრეთ უფალს და დაცხრეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ.“
29და უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა.
30მაგრამ შენ და შენს მსახურებს, ვიცი, ჯერაც არ შეგეშინდებათ უფალი ღმერთისა.“
31სელი და ქერი განადგურდა, რადგან ქერი ამოთავთავებული იყო, სელი კი – აყვავებული.
32ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურდა, რადგან გვიანებია ისინი.
33და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყ-ვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე.
34და დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა და სეტყვა, და გრგვინვა, და კვლავ შესცოდა. და დაიმძიმეს თავიანთი გულები მან და მისმა მსახურებმა.
35გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს პირით.
Currently Selected:
გამ. 9: GEO02
Highlight
Share
Copy

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: