გამ. 20
20
ათი მცნება
1და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
2„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
3არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
4არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
5თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას,
6და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
7არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
8დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდაჰყო იგი.
9ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე,
10ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია. არა საქმე არ აკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.
11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
12პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
13არა კლა.
14არ იმრუშო.
15არ იქურდო.
16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
17არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“
მოსე ამშვიდებს ხალხს
18და ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს და ცეცხლის ალს, და საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას. იხილა ხალხმა და შეკრთა და დადგა მოშორებით.
19და უთხრეს მოსეს: „გველაპარაკე შენ და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ გველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.“
20და უთხრა მოსემ ხალხს: „ნუ გეშინიათ, რადგან ღმერთი მოვიდა, რომ გამოგცადოთ თქვენ, რომ მისი შიში იყოს თქვენს წინაშე, რათა არ შესცოდოთ.“
21და იდგა ხალხი მოშორებით, და მივიდა მოსე ნისლთან, სადაც ღმერთი იყო.
22და უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თქვენ დაინახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკებოდით.
23არ გააკეთოთ ჩემს გვერდით სხვა ღმერთები. ვერცხლის ან ოქროს ღმერთები არ გაიკეთოთ.
24მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და შენი მსხვილფეხა საქონელი; ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ.
25და თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, არ ააშენო იგი გათლილი ქვით, რადგან როგორც კი კვერს მოუღერებ, წაბილწავ მას.
26და ნუ ახვალ საფეხურებით ჩემს სამსხვერპლოზე, რათა არ გამოჩნდეს შენი სიშიშვლე მასზე.’
Currently Selected:
გამ. 20: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002

: