YouVersion Logo
Search Icon

გამ. 11

11
მოსე ემუქრება ფარაონს მეათე სასჯელით
1და უთხრა უფალმა მოსეს: „კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ფარაონს და ეგვიპტელებს. ამის მერე გაგიშვებთ აქედან. როდესაც გაგიშვებთ იგი, სულ გაგყრით აქედან.
2დაარიგე ხალხი, რომ ითხოვოს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისაგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისაგან ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი.“
3წყალობა მისცა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მოსეც დიდი კაცი გახდა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონის მსახურთა თვალში და ხალხის თვალში.
4და თქვა მოსემ: „ასე ამბობს უფალი: ‘შუაღამისას მე გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში.
5და მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში – ფარაონის პირმშოდან, ტახტზე რომ ზის, მხევლის პირმშომდე, ხელსაფქვავს რომ უზის, და ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.
6და იქნება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება.
7ისრაელის ძეთა შორის კი ძაღლი არ შეუყეფს კაციდან პირუტყვამდე, რათა იცოდეთ, რა ზღვარს დებს უფალი ეგვიპტელთა და ისრაელიანთა შორის.
8და ჩამოვა ჩემთან ყველა ეგ შენი მსახური და თაყვანს მცემს და იტყვის: ‘გადით, შენ და მთელი ხალხი, რომელიც შენს ფერხთითაა! ‘და შემდგომ ამისა გავალ.“ და გამოვიდა მოსე ფარაონისგან, განრისხებული.
9და უთხრა უფალმა მოსეს: „არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი, რათა გავამრავლო ჩემი სასწაულები ეგვიპტის ქვეყანაში.“
10მოსემ და აარონმა მოახდინეს ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე. და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.

Currently Selected:

გამ. 11: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in